ნიკოლა გეორგე ლუპუ (დ. 24 თებერვალი, 1884 — გ. 30 აპრილი, 1966) — რუმინელი ექიმი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1948 წლიდან).

ნიკოლა ლუპუ
დაბ. თარიღი 24 თებერვალი, 1884(1884-02-24)[1]
დაბ. ადგილი Arsura[2] [1]
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 1966(1966-04-30)[1] (82 წლის)
გარდ. ადგილი ბუქარესტი[1]
მოქალაქეობა  რუმინეთი
საქმიანობა ექიმი[1]
მუშაობის ადგილი ბუქარესტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბუქარესტის უნივერსიტეტი

დაიბადა ვასლუის მაზრის (ავსტრია-უნგრეთი) სოფელ არსურაში,

დაამთავრა ბუქარესტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1907). 1907-1913 წლებში. მუშაობდა პროფესორ იონ კანტაკუზინოს ექსპერიმენტული მედიცინის ლაბორატორიაში. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ანტიეპიდემიური სამედიცინო დაწესებულებების ექიმი.

1919-1920 წლებში გაიარა სტაჟირება ბერნისა და პარიზის პათოლოგიური ანატომიის და პარაზიტოლოგიის ინსტიტუტებში. 1920-1927 წლებში მუშაობდა სამედიცინო კლინიკაში ასისტენტად და უმცროსი ექიმად. 1927 წლიდან ატარებდა ლექციებს ბუქარესტის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, რომლის საფუძველზეც შემდგომში ჩამოყალიბდა ბუქარესტის სამედიცინო ინსტიტუტი. 1931 წლიდან გახდა პათოლოგიური ანატომიის კათედრის სრული პროფესორი.

1938 წელს ხელმძღვანელობდა კოლენტინას საავადმყოფოს სამედიცინო კლინიკას, რომელიც 1949 წელს გადაკეთდა შინაგანი მედიცინის ინსტიტუტად. იქ ნიკოლაე ლუპუს ხელმძღვანელობით ტარდებოდა კვლევები პათოლოგიური ანატომიის, ციტოლოგიის და ციტოქიმიის, ჰისტოქიმიის, ქსოვილების კულტურის, რადიობიოლოგიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სფეროებში, რესპირატორული ფუნქციონალური კვლევები.

1946-1948 წლებში იკავებდა ბუქარესტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას. 1948-1953 წლებში იყო ბუქარესტის მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის რექტორი.

1948 წლიდან იყო რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. რუმინეთის დამსახურებული მეცნიერი. 1941 წლის 13 ოქტომბერს დაჯილდოვდა ღირსების სამკერდე ნიშნით „შრომის ჯილდო 25 წლიანი საჯარო სამსახურისთვის.“ ასევე იყო რუმინეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

პენსიაზე გავიდა 1965 წლიდან. გარდაიცვალა ბუქარესტში 1966 წლის 30 აპრილს.

კოორდინირებულ ჯგუფთან ერთად, ნიკოლა ლუპუმ გამოაქვეყნა არაერთი ნაშრომი პათოლოგიურ ანატომიასა და ჰემატოლოგიაზე როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი სამეცნიერო პრობლემების სფერო მოიცავს შინაგანი მედიცინის რამდენიმე მიმართულებას, რომელშიც მან პირადი წვლილი შეიტანა: ფილტვის სკლეროზს, სიყვითლეს, სისხლის დაავადებებს, ფიზიოპათოლოგიას და სხვ. მნიშვნელოვანი კვლევების ავტორია ენდოკარდიტის, ეგზანტემატიკური ტიფის, სტენოკარდიის, ჰიპერტენზიის და ა.შ. მიმართულებით. მეცნიერის კვლევებმა 400 - ზე მეტ ნაშრომში მოიყარა თავი, რომელთა უმეტესობა საერთაშორისო სამედიცინო მეცნიერების მემკვიდრეობის კუთვნილებას წარმოადგენს.

აქტიურად თამაშობდა ჩოგბურთს, მონაწილეობდა 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ასპარეზობდა როგორც დამოუკიდებლად, ასევე წყვილთა შეჯიბრებში. შეძლო კვალიფიკაციის გავლა მეორე რაუნდში (ერთ-ერთი სამი რუმინელი ჩოგბურთელიდან). [1] სამჯერ იასპარეზა დევისის თასის ტურნირზე: 1925 (1 რაუნდი), 1928 (1 და 2 რაუნდი) და 1929 წლებში. [2]

ლიტერატურა

რედაქტირება