ნიკოლაი ნიკოლაის ძე სმეცკოი (რუს. Николáй Николáевич Смецкóй; დ. 18 ოქტომბერი, 1852, მოსკოვი9 ოქტომბერი, 1931, სოხუმი) — რუსი მეცენატი და მეწარმე.[1] სოხუმის დენდროპარკის შემქმნელი, ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმების დამაარსებელი აფხაზეთში.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა სასწავლებლის დირექტორის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1882 წელს დაქორწინდა არქეოლოგ გეორგი ფილიმონოვის ასულზე. 7 წლის შემდეგ, ქალის ავადმყოფობის გამო, მათი ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა.

სმეცკოიმ აფხაზეთში ცხოვრებისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მხარის მეცნიერების, ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში. აქ მან 1890-1910 წლებში გააშენა სუბტროპიკული მცენარეების მსხვილი პარკი (თანამედროვე სოხუმის დენდროპარკი)[2] და ააშენა სანატორიუმები ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ (ორი კორპუსი გულრიფშში, ერთიც აგუძერაში).

ის ჩართული იყო საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში: სმეცკოი იყო სოხუმის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. მან დააფინანსა ქალაქის რიგი საჯარო შენობების მშენებლობა.[1]

გასაბჭოების შემდეგ სმეცკოის და მისი მეუღლეს დენდროპარკრთან მდებარე თავიანთსავე ყოფილ ქონებაში დარჩენის უფლება მისცეს (ისინი პირველ სართულზე ცხოვრობდნენ). ნიკოლაი სმეცკოი გარდაიცვალა ტვინში სისხლჩაქცევით 1931 წელს. 1964 წელს დენდროპარკის შესასვლელში მისი დამაარსებლის ბიუსტი დადგეს.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

  • А. С. Агумаа. Николай Николаевич Смецкой (1852—1931). Сухуми: 2010.

სქოლიო რედაქტირება