ნიკოლაი კიბალჩიჩი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლაი კიბალჩიჩი (რუს.: Николай Иванович Кибальчич, უკრ.: Микола Іванович Кибальчич, სერბ.: Никола Кибалчић, დ. 19 ოქტომბერი, 1853, ჩერნიგოვის პროვინცია — გ. 3 აპრილი, 1881, სანკტ-პეტერბურგი) —უკრაინულ-სერბული წარმოშობის რუსი რევოლუციონერი, გამომგონებელი, ნაროდნიკი,  რომელიც მონაწილეობდა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობაში.  ვიქტორ სერჟის შორეული ნათესავი.[1]

ნიკოლაი კიბალჩიჩი
დაბადების თარიღი 19 (31) ოქტომბერი 1931
კოროპი, ჩერნიგოვის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 3 (15 )აპრილი 1881 (27 წლის)
სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
ქვეშევრდომობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ჟურნალისტი, ქიმიკოსი
პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ჩერნიგოვის პროვინციის ქალაქ კოროპში, მღვდლის ოჯახში.[2]

1871 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის ინჟინერთა საგზაო კავშირგაბმულობის ინსტიტუტში, 1873 წლიდან — სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში.

 
ნიკოლაი კიბალჩიჩის დასჯის სცენა

1875 წლის ოქტომბრიდან 1878 წლის ივნისამდე —იმყოფებოდა ლუკიანოვსკის ციხეში (კიევი)კიევის პროვინციის გლეხებში რევოლუციური პროპაგანდის ბრალდებით. გათავისუფლების შემდეგ შეუერთდა ჯგუფს „თავისუფლება ან სიკვდილი“, რომელიც „ზემლია ი ვოლიას“ წიაღში ჩამოყალიბდა. შემდეგ იგი გახდა „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრულებელი კომიტეტის აგენტი. როგორც ორგანიზაციის "მთავარი ტექნიკოსი", იგი მონაწილეობდა ალექსანდრე II-ზე მკვლელობის  მომზადებაში . სწორედ მან გამოიგონა და დაამზადა სასროლი ჭურვები "ასაფეთქებელი ჟელეთი", რომლებიც გამოიყენეს ვ. გრინევიცკიმ და ნ.  ისაკოვმა. კიბალჩიჩს ეკუთვნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიული სტატია „ნაროდნაია ვოლიას“ ჟურნალისტიკაში — "პოლიტიკური რევოლუცია და ეკონომიკური საკითხი" ("ნაროდნაია ვოლია", 5 თებერვალი, 1881 წ.), რომელიც ეძღვნება რევოლუციურ მოძრაობაში ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის ურთიერთობას. სტატიაში იგრძნობა მარქსიზმის გავლენა.[3]

1881 წლის 17 მარტს იგი დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს რევოლუციონერებთან  ა. ჟელებიანოვთან, ს. პეროვსკაიასთან და სხვა პირველმარტელებთან ერთად. განაჩენი აღსრულდა 1881 წლის 3 (15) აპრილს.

რაკეტის პროექტი

რედაქტირება
 
კიბალჩიჩის ნახატი მისი რაკეტის პროექტით

ციხეში ყოფნისას, სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიბალჩიჩმა შეიმუშავა პილოტირებადი სარაკეტო თვითმფრინავის ორიგინალური დიზაინი, რომელსაც (ზოგიერთის აზრით) კოსმოსური ფრენების განხორციელება შეეძლო.

თავის პროექტში კიბალჩიჩმა განიხილა მყარსაწვავიანი სარაკეტო ძრავის მოწყობილობა, ფრენის კონტროლი ძრავის დახრილობის კუთხის შეცვლით, დაპროგრამებული წვის რეჟიმი, აპარატის სტაბილურობის უზრუნველყოფა და მრავალი სხვა ასპექტი.

ციოლკოვსკიმდე დიდი ხნით ადრე კიბალჩიჩმა დაასაბუთა კოსმოსური ხომალდის სამუშაო სითხისა და ენერგიის წყაროს არჩევანი და გამოთქვა იდეა რეაქტიული ძრავისთვის დენთის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

კიბალჩიჩის თხოვნა მისი ხელნაწერის მეცნიერებათა აკადემიისთვის გადაცემის შესახებ საგამოძიებო კომისიამ არ დააკმაყოფილა, პროექტი პირველად მხოლოდ 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში «Былое», No 4-5.

კიბალჩიჩის აპარატს არ შეეძლო განევითაებინა არც პირველი კოსმოსური სიჩქარე და არც ზებგერითი სიჩქარე, ხოლო ღია პლატფორმაზე მდებარე აერონავტი  არ იყო დაცული მაღალი სიჩქარისა და ზედა ატმოსფეროში არსებული პირობებისგან. გარდა ამისა, არ იყო გათვალისწინებული პარაშუტი, რის გამოც ასეთ რაკეტაზე პილოტირებული ფრენა დასრულდებოდა ეკიპაჟის წევრების თითქმის გარანტირებული სიკვდილით.

კიბალჩიჩი მრავალმხრივი მეცნიერი გახლდათ, თუმცა თვითნასწავლი. მან, მაგალითად, გამოთვალა გზები დენთის წვის პროგრამებული რეჟიმის უზრუნველსაყოფად, შეიმუშავა წვის მეთოდები, მოწყობილობები, რომლებიც ამარაგებენ საწვავს და არეგულირებენ ამ პროცესს ავტომატური საათების გამოყენებით.[4][5]

გამონათქვამები

რედაქტირება
 
„ქალებისგან ვერასოდეს გამოვა ჰომეროსი,  შექსპირი, მიქელანჯელო,  რაფაელი და მოცარტი, მაგრამ ქალებს შეუძლიათ კაცს სიცოცხლე მოუწამლონ, გული გაუტეხონ, გააუბედურონ — მათ შეუძლიათ ამაში ვირტუოზის დონეს მიაღწიონ.“
 
ნიკოლაი კიბალჩიჩის საფოსტო მარკა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Черняк А. Я. Николай Кибальчич — революционер и учёный. — М., 1960. (რუს.)
  • Бражнин И. Я. Голубые листки. — Л., 1957. (რუს.)
  • Дерзновение / Д. Валовой, М. Валовая, Г. Лапшина. — М.: Мол. гвардия, 1989. — 314 გვ. — გვ. 254-262. (რუს.)
  • Серпокрыл С. М. Подвиг перед казнью. — Л., 1971.(რუს.)
  • Суд над цареубийцами. Дело 1-го марта 1881 года / Под редакцией В. В. Разбегаева. — СПб.: Изд. им. Н. И. Новикова, 2014. — Т. 1 и 2. — ISBN 978-5-87991-110-7, ISBN 978-5-87991-112-1 (რუს.)
  1. Serge, Victor (2002), Memories of Revolutionary. University of Iowa Press. p. 2. ISBN 9780877458272. Retrieved 16 May 2020.
  2. Solymar, Laszslo (21 November 2013). Anatomy of Assassinations: from biblical times to the end of the second millennium. Author House. p. 115. ISBN 978-1-491-88182-8.
  3. "Nikolai Kibalchich - Science for Terrorism". Russia IC. 10 April 2008.
  4. "Кибальчич Николай Иванович". Famous scientists. (რუს.)
  5. "Project Orion: America's Cold War Plan for Nuclear-Powered Space Exploration on YouTube". Megaprojects. Simon Whistler. 23 October 2020.
  6. Скворцов К. В. С42 Избранные произведения. Книга четвёртая: Ущелье крылатых коней. — М.: ИХТИОС, 2010. — 640 с. ISBN 978-5-8402-0209-8 «КИБАЛЬЧИЧ» c. 327 (რუს.)