ნიკა კვეკვესკირი
ნიკა კვეკვესკირი (დ. 29 მაისი, 1992, ზუგდიდი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უნგრული „ნირედჰაზას“ ნახევარმცველი.[1] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნიკა კვეკვესკირი | ||
დაბადების თარიღი | 29 მაისი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ნირედჰაზა | ||
ნომერი | 16 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007–2011 | ბაია ზუგდიდი | 36 | (1) |
2011–2013 | დინამო თბილისი | 58 | (2) |
2012–2014 | დინამო თბ. 2 | 28 | (13) |
2013 | → ცხინვალი | 11 | (1) |
2022– | დილა გორი | 27 | (7) |
2015–2016 | ინტერი ბაქო | 29 | (4) |
2016–2017 | გაბალა | 14 | (0) |
2017–2020 | ტობოლი | 75 | (5) |
2021–2024 | ლეხი პოზნანი | 91 | (5) |
2024– | ნირედჰაზა | 3 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008–2009 | საქართველო 17-წლ. | 5 | (0) |
2009–2010 | საქართველო 19-წლ. | 6 | (0) |
2010–2013 | საქართველო 21-წლ. | 20 | (2) |
2015– | საქართველო | 61 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ნოემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივნისი, 2024 |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაგამოდიოდა საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, 2010–2013 წლებში საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი იყო.[2] 2015 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია.
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. გადამწყვეტი პენალტი კი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.[3][4]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 30 ივნისი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2015 | 1 | 0 |
2016 | 3 | 0 | |
2017 | 8 | 0 | |
2018 | 8 | 0 | |
2019 | 4 | 0 | |
2020 | 8 | 0 | |
2021 | 8 | 0 | |
2022 | 9 | 0 | |
2023 | 7 | 0 | |
2024 | 4 | 0 | |
ჯამში | 61 | 0 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- საქართველოს ჩემპიონი: 2012–13
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2010–11
- საქართველოს თასის მფლობელი: 2012–13
- აზერბაიჯანის ჩემპიონი: 2017
- ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი: 2020
- პოლონეთის ჩემპიონი: 2021–22
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი: 2024[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებათემატური საიტები |
---|
90minut · AFS · AS.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · UEFA |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ MARCA: „კვეკვესკირი ისტორიაში დარჩება“
- ↑ ნიკა კვეკვესკირი: თანამედროვე ფეხბურთში ქართველებსაც გვეთქმის სიტყვა
- ↑ ნიკა კვეკვესკირი: „უბედნიერესები ვართ, რომ ქართველ ხალხს ასეთი სიხარული ვაჩუქეთ“
- ↑ Georgia seal first major tournament place // UEFA
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ