ნიეივე-მაასი
ნიეივე-მაასი (ნიდერლ. Nieuwe Maas; სფა: [ˈniwə ˈmaːs] „ახალი მაასი“) — მდინარე ნიდერლანდებში. სიგრძე 24 კმ. რაინისა და მაასის დელტის ტოტი. იწყება სოფელ კინდერდეიკის სიახლოვეს, სადაც ერთმანეთს ერთვიან მდინარეები ნორდი და ლეკი; სვლას აგრძელებს დასავლეთით ქალაქ როტერდამის გავლით. ქალაქ ვლარდინგენის რაიონში უეთდება მდინარე აუდე-მაასს და წარმოქმნის მდინარე სხერს.
ნიეივე-მაასი | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიგრძე | 24 კმ |
ნიეივე-მაასი ვიკისაწყობში |