ლეკი (მდინარე)
ლეკი (ნიდერლ. Lek) — მდინარე ნიდერლანდებში. რაინის ერთ-ერთი მთავარი ტოტი მისსავე დელტაში. სიგრძე დაახლოებით 60 კმ. ქმნის ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სანაოსნო გზას. მდინარის მონაკვეთზე გადის საზღვარი უტრეხტის, გელდერლანდისა და სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციებს შორის. ნაპირზე არაერთი დასახლებული პუნქტია.
ლეკი | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიგრძე | 62 კმ |
ლეკი ვიკისაწყობში |