კინდერდეიკი
კინდერდეიკი (ნიდერლ. Kinderdijk) — სოფელი ნიდერლანდებში, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციის ნივ-ლეკერლანდის პროვინციაში. მდებარეობს ქალაქ როტერდამიდან 15 კმ-ით აღმოსავლეთით, პოლდერში (ზღვის დაბლობი სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზღვის დონეზე დაბლაა და ჯებირით არის დაცული წყლით დაფარვისაგან) მდინარე ლეკისა და ნორდის შესართავთან. 1740 წელს აქ 19 ქარის წისქვილი ააშენეს. წისქვილების ეს ჯგუფი უდიდესია ჰოლანდიის ძველ ქარის წისქვილებს შორის და ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესოდ ცნობილ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 1997 წლიდან ისინი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
წისქვილთა ქსელი კინდერდეიკში* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნიდერლანდი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°53′00″ ჩ. გ. 4°38′00″ ა. გ. / 51.88333° ჩ. გ. 4.63333° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 818 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ჰოლანდიურ ენაზე კინდერდეიკი „ბავშვის დამბას“ ნიშნავს. სახელი სათავეს 1421 წლიდან იღებს, როდესაც საშინელი შტორმისას მომხდარ დიდ დატბორვას ერთი ლეგენდა უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ერთი ადამიანი დამბაზე ავიდა, რათა დაენახა თუ რა გადაურჩა სტიქიას. გარკვეული მანძილის დაშორებით, მან წყალზე მოტივტივე აკვანი დაინახა. მას არც უფიქრია, რომ შიგ რაიმე ცოცხალი არსება იქნებოდა, მაგრამ როდესაც აკვანი მოახლოვდა, გარკვეული მოძრაობა შენიშნა. აკვნის კიდევ უფრო მოახლოებისას, მან დაინახა შიგ მყოფი კატა, რომელიც წინ და უკან ხტებოდა, რათა ბალანსი დაეცვა და აკვანში წყალი არ შესულიყო. როდესაც აკვანი ჯებირთან მოცურდა, აღნიშნულმა ადამიანმა ის გამოიტანა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შიგ მშვიდად მძინარე, სრულიად მშრალი ჩვილი ბავშვი ნახა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kinderdijk Foundation
- kinderdijk.nl
- Pictures of Kinderdijk დაარქივებული 2007-03-22 საიტზე Wayback Machine.
- Spherical Panorama of Kinderdijk at Sunset დაარქივებული 2014-04-24 საიტზე Wayback Machine.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 818 ინგლ. • რუს. • ფრ. |