ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია
ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგოითში. ეკლესია ააგეს 1989 წელს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიულ აფსიდიანია.
ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნიგოითი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული |
თარიღდება | XX საუკუნე |
აღწერა
რედაქტირებაწმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს წმინდა მარიამის ეკლესიის აღმოსავლეთით, 12 მეტრში. .ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიულ აფსიდიანია. დასავლეთით თაღიანი კარი აქვს გაჭრილი, რომელიც მორთულია მცენარეული მოტივის რელიეფური ორნამენტებით. ეკლესია სამი თაღიანი სარკმლით ნათდება, ასევე ეს სარკმლები რელიეფური ორნამენტებითაა შემკული. ეკლესიის სახურავი გადახურულია თუნუქით. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17326