ნიგოზეთის მღვიმე, ჯიხურას მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე საძალიხევის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ნიგოზეთის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 650 (70) მ სიმაღლეზე.[1] გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში, წარმოადგენს ჰორიზონტალურფსკერიან დახშულ გვირაბს; მთავარ გვირაბს აღმოსავლური მიმართულება აქვს. აქვს განშტოებები. ჯამური სიგრძე 310 მ, სიგანე მერყეობს 2–4 მ, ხოლო სიმაღლე 4–5 მ ფარგლებში. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტები და კალციტით მოფარდაგებული ზედაპირები. მექანიკურიდან ნგრევის ადგილობრივი პროდუქტები. მღვიმე მშრალია. შეიმჩნევა დროებითი ღვარების მოქმედების მკაფიო კვლები. შესასვლელთან კულტურული ნაფენებია, მათ შორის: კერამიკა, ცხოველის ძვლები და სხვა.[2]

ნიგოზეთის მღვიმე
კოორდინატები: 42°13′22″ ჩ. გ. 43°20′22″ ა. გ. / 42.22278° ჩ. გ. 43.33944° ა. გ. / 42.22278; 43.33944
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 650 (70) მ
სიგრძე 310 მ
ამგებელი ქანები კირქვა
ნიგოზეთის მღვიმე — საქართველო
ნიგოზეთის მღვიმე
ნიგოზეთის მღვიმე — იმერეთის მხარე
ნიგოზეთის მღვიმე
  1. წიქარიშვილი კუკური, საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013
  2. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966