ნიაზ ზოსიძე (დ. 20 დეკემბერი, 1962) — მწერალი, ჟურნალისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი.

ნიაზ ზოსიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოგვიანებით - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა ლიტერატურის განხრით. სამუშაო გამოცდილება: გაზეთ „აჭარის“ კორესპონდენტი (1989-94), აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის სპეციალიტი (1994-99), პრესსამსახურის უფროსი (1999), აჭარის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე (1999), გაზეთ „აჭარის“ რედაქტორი (1999-2002).

2002-2003 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონის გამგებლად, 2008-2012 წლებში - იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. იყო მუჰაჯირთა შთამომავლების მეხსიერების შემსწავლელი ბსუ-ს სამეცნიერო ექსპედიციის წევრი.

ავტორია 15 წიგნისა, მათ შორის: „იერუსალიმში“, „რა დამავიწყებს“, „აჭარა - ფარი საქართველოისა“, „ნეტაი, ადრე მოსულიყავით...“, „თან მეცინება, თან მეტირება“, „გომარჯოს ფერეიდანს“, „ცრემლს ნუ გამატან“, „ახლა სიკვდილი არ შეიძლება“, „სულერთია ოცდაათის მერე?“, „ჩემი სამარადჟამო“, „ყაჭო“, „გურჯულ სიზმრებში ვარ“ „ღმერთო გამახსენე“ „სიკვდილი გაადვილდა“, „ქაშუეთური ჩანაწერები“. აგრეთვე ავტორია მრავალი საგაზეთო სტატიისა და სამეცნიერო ნაშრომისა.

1989 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, 2019 წლიდან კი — საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ — ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. არის ფრიდონ ხალვაშის პრემიის ლაურეატი. 2022 წელს მიენიჭა საპატიო შუახეველის წოდება.

დაბადებიდან 60 წლისთავის საიუბილეოდ, 2022 წლის 20 დეკემბერს აჭარის მწერალთა სახლმა მას მიანიჭა „რჩეული შემოქმედის“ წოდება. 2022 წლის დეკემბერში, ქალაქ ბათუმის მერიის კონკურსის შედეგად, ნიაზ ზოსიძე აღიარებული იქნა, როგორც „წლის ხელოვანი“.

ჯილდოები

რედაქტირება
  • „ღირსების ორდენი“
  • „ფრიდონ ხალვაშის პრემია“
  • „საპატიო შუახეველი“
  • „რჩეული შემოქმედი“
  • „წლის ხელოვანი“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „იერუსალიმში“
  • „რა დამავიწყებს“
  • „აჭარა - ფარი საქართველოისა“
  • „ნეტაი, ადრე მოსულიყავით...“
  • „თან მეცინება, თან მეტირება“
  • „გომარჯოს ფერეიდანს“
  • „ცრემლს ნუ გამატან“
  • „ახლა სიკვდილი არ შეიძლება“
  • „სულერთია ოცდაათის მერე?“
  • „ჩემი სამარადჟამო“
  • „ყაჭო“
  • „გურჯულ სიზმრებში ვარ“
  • „ღმერთო გამახსენე“
  • „სიკვდილი გაადვილდა“
  • „ქაშუეთური ჩანაწერები“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ, ბათუმი, 2019, გვ. 42

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება