ნეპალის პოლიტიკური სისტემა
ნეპალის პილიტიკა ფუნქციონირებს რესპუბლიკის ფარგლებში, მრავალპარტიული სისტემით. ამჟამად, ნეპალის პრეზიდენტის პოზიციას იკავებს ბიდჰია დევი ბჰანდარი (სახელმწიფოს მეთაური). ნეპალის პრემიერ-მინისტრის პოზიციას იკავებს კჰადგა პრასად შარმა ოლი (მთავრობის ხელმძღვანელი).[1] აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს ნეპალის პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი, ხოლო საკანონმდებლო უფლებამოსილება ენიჭება დამფუძნებელ კრების (პარლამენტს).
2008 წლის 28 მაისამდე, ნეპალი კონსტიტუციური მონარქია იყო. ხოლო ამ დღეს, ნეპალის დამფუძნებელი კრების მიერ კონსტიტუცია შეიცვალა და ქვეყანა რესპუბლიკად გადაიქცა.[2]
პოლიტიკური პირობები
რედაქტირება2001: სამეფო ხოცვა
რედაქტირება2001 წელს 1 ივნისს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი დიპენდრა ესროლა და მოკლა თავისი მამა, მეფე ბირენდრა; თავისი დედა, დედოფალი აიშვარია; თავისი ძმა; თავისი და, მამის უმცროსი ძმა, პრინცი დჰიპენდრა; და რამდენიმე დეიდა, სანამ თავისთავს არ ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არასოდეს გონზე არ მოვიდა სიკვდილის წინ, სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი დიპენდრა მაინც მეფედ ითვლებოდა, ნეპალის სამეფო მემკვიდრეობის კანონით. მისი გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ, მეფის გადარჩენილი ძმა გჰანენდრა იყო გამოცხადებული მეფედ.
2005-2007: პარლამენტის საქმიანობის შეჩერება და ლოკტანტრა ანდოლანი
რედაქტირება2005 წლის 1 თებერვალს მეფე გჰანენდრამ შეაჩერა პარლამენტის საქმიანობა, დანიშნა ახალი მთავრობა, რომლის სათავეში თვითონ ჩადგა და გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა. მეფე ამტკიცებდა, რომ სამოქალაქო პოლიტიკოსები უვარგისნი არიან, რომ გაუმკლავდნენ მაოსისტურ მოძრაობას. შეაჩერა სატელეფონო ზარები, ხაზების გაჭრით და დააკავა რამდენიმე ცნობილი პოლიტიკური ლიდერი. ოპოზიციის სხვა ლიდერები გაიქცნენ ინდოეთში და გადაჯგუფდნენ იქ. შეიქმნა ახალი კოალიცის სახელად "შვიდი პარტიის ალიანსი" (SPA), სადაც შევიდა ოპოზიციური პარტიები სამეფო პარტიასთან ერთად, რომელიც მოიცავს შვიდ საპარლამენტო პარტიას, რომელიც იკავებდა დაახლოებით 90% ადგილს ძველ პარლამენტში.
გაეროს ადამიანის უფლების დაცვის უმაღლესი კომისარიატი, ნეპალის მოვლენების საპასუხოდ, 2005 წელს შექმნა მონიტორინგის პროგრამა, ადამიანის უფლებების დაცვისა და შეფასების მიზნით.[3]
2005 წლის 22 ნოემბერს, "შვიდი პარტიის ალიანსი" (SPA) საპარლამენტო პარტიებისა და ნეპალის კომუნისტური პარტია (მაოსისტური), მიაღწიეს ისტორიულ და უპრეცედენტო 12-პუნქტიან შეთანხმებას (მემორანდუმს) მშვიდობისა და დემოკრატიისთვის. ნეპალელები სხვადასხვა ფენის და საერთაშორისო თანამეგობრობამ განიხილა მემორანდუმი, როგორც შესაბამისი პოლიტიკური პასუხი კრიზისს, რომელიც განვითარდა ნეპალში. ნეპალელების ისტორიული ტანჯვის ფონზე, კონფლიქტის ბოლო ათი წლის განმავლობაში, მემორანდუმმა, რომელიც შესთავაზა ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, დამფუძნებელი კრების არჩევის გზით, შექმნა მისაღები ფორმულა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისკენ.12-პუნქტიანი მემორანდუმის შესაბამისად, "შვიდი პარტიის ალიანსმა" (SPA) მოუწოდა საპროტესტო მოძრაობის ჩამოყალიბება, ხოლო ნეპალის კომუნისტურმა პარტიამ (მაოსისტური) დაუჭირა მხარი მას. ეს გამოიწვია ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტები, რომელიც "ლოკტანტრა ანდოლანი"-ს სახელი მიიღო, რომელიც დაიწყო 2006 წლის აპრილში. ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაც და პროფესიული ორგანიზაციებიც აქტიურად ჩაერთვნენ მასში. შედეგად, წარმოიშვა მასიური და სპონტანური დემონსტრაციები და აქციები, რომელიც მთელი ნეპალის მასშტაბით გაიმართა, მეფე გჰანენდრას ავტოკრატული წესის წინააღმდეგ.
ხალხის მონაწილეობა იმდენად ფართო იყო, რომ მეფეს ეშინოდა გადაგდების. 2006 წლის 21 აპრილს, მეფე გჰანენდრამ განაცხადა, რომ "ძალაუფლება დაბრუნდება ხალხს". ეს მოახდინა პატარა ეფექტი ხალხს, ვინც აგრძელებდა კატმანდუს და სხვა ქალაქების ქუჩებში პროტესტს, რომლებიც ღიად იგნორირებდნენ კომენდანტის საათს. ბოლოს, 2006 წლის 24 აპრილს, შუაღამისას, მეფე გჰანენდრამ გამოაცხადა წარმომადგენელთა პალატის აღდგენაზე, რაც იყო "SPA"-ს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა. ამის შემდეგ, პოლიტიკური ძალების კოალიციამ, გადაწყვიტა შეეწყვეტა საპროტესტო აქციები.
21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა, 19 დღიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში.
2006 წლის 19 მაისს, ნეპალის პარლამენტმა აიღო სრული საკანონმდებლო ხელისუფლების სპექტრი თავისთავზე და მისცა აღმასრულებელი ხელისუფლება ნეპალის მთავრობას (ადრე ცნობილი, როგორც მისი უდიდებულესობის მთავრობა). ბევრი დაწესებულების სახელისგან (მათ შორის არმიაც) ჩამოერთვათ "სამეფო"-ს ზედსართავი და „Raj Parishad“-იც (მეფის მრჩევლების საბჭო) გაუქმდა, მისი მოვალეობა პარლამენტმა თავისთავზე აიღო. მეფის საქმიანობის კონტროლი დაექვემდებარა პარლამენტს. უფრო მეტიც, ნეპალი გამოცხადდა სეკულარულ სახელმწიფოდ, წინა სტატუსის საპირისპიროდ. თუმცა, ბევრი ცვლილება, ჯერ კიდევ არ იყო განხორციელებული. 2006 წლის 19 ივლისს, ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, კოირალამ, გაუგზავნა წერილი გაეროს, სადაც განაცხადა განზრახვაზე, რომ ნეპალის ხელისუფლებას სურს, დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება, 2007 წლის აპრილში.
2007 წლის დეკემბრიდან - 2008 წლის მაისამდე: მონარქიის გაუქმება
რედაქტირება2007 წლის 23 დეკემბერს შედგა შეთანხმება, რომ მონარქია უქმდება, რომ ქვეყანა გახდეს ფედერალურ რესპუბლიკად, სადაც სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრი ხდება.[4] პოლიტოლოგებმა იწინასწარმეტყველეს, რომ 2008 წლის აპრილის არჩევნებს მოიგებს ნეპალის კომუნისტური პარტია (მაოსისტური), რომელიც გახდა უმსხვილესი პარტია, გამეფებული შიშის ფონზე.[5] ფედერალური რესპუბლიკა დაარსდა 2008 წლის მაისში, მხოლოდ ოთხმა წევრმა, 601 ადგილიანი დამფუძნებელი კრებიდან, მისცა ხმა ცვლილებების წინააღმდეგ,[6] ასე დასრულდა 240 წლიანი სამეფო მმართველობა ნეპალში. იმავე დღეს, მთავრობამ გამოახადა სამ დღიანი სახალხო დღესასწაული (28-30 მაისი), ქვეყნის ფედერალურ რესპუბლიკად გარდაქცევის აღსანიშნავად.
2008 წლიდან
რედაქტირებაძირითადი პარტიები, როგორიცაა "ნეპალის ერთიანი კომუნისტური პარტია" (მაოსისტური), "ნეპალის კომუნისტური პარტია" (ერთიანი მარქსისტულ-ლენინური) (CPN UML) და "ნეპალის კონგრესი" შეთანხმდნენ, რომ დაწერენ გარდამავალ კონსტიტუციას 2 წლის განმავლობაში. თუმცა, არაკოოპერატიული და "ეგოისტური" ქცევა პოლიტიკური პარტიების უკვე დასახელდა, როგორც ძირითადი მიზეზი სამშვიდობო პროცესის გაჭიანურების.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ PM Koirala, Dahal hold talks | Top Stories. Ekantipur.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-03-01.
- ↑ Nepal's monarchy abolished, republic declared დაარქივებული 2008-05-31 საიტზე Wayback Machine. AFP, 2008-05-28
- ↑ Nepal Summary დაარქივებული 2007-07-17 საიტზე Wayback Machine. , OHCHR.
- ↑ Gurubacharya, Binaj (2007-12-24). „Nepal to Abolish Monarchy“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-25. ციტირების თარიღი: 2007-12-26.
- ↑ „The Maoists triumph“. The Economist. 17 April 2008.
- ↑ Nepal votes to abolish monarchy BBC News, 2008-05-28