ნეპალის დღესასწაულები
ნეპალში საკმაოდ ბევრ, ცნობილ დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც ინდუიზმისა და ბუდიზმის რელიგიურ ტრადიციებთანაა დაკავშირებული.
მთავარი დღესასწაულები
რედაქტირებარაქჰი პურნიმა
რედაქტირებააღნიშნავენ სავანას ბოლო დღეს, ბუდისტები და ინდუისტები. ბუდისტები ბანაობენ წმინდა მდინარეებში და მიდიან ტაძრებში, ბრაჰმანები საკუთარ მიმდევრებს კოჭებზე აბამენ დეკორატიულ თოკებს და შემდეგ ღებულობენ საჩუქრებს. ბევრი მომლოცველი სტუმრობს გოსაინ ტჰანს და ბანაობს წმინდა ტბაში.
ჯანმაშტამი
რედაქტირებაჯანმაშტამის დროს აფორმებენ სახლებსა და მაღაზიებს. აღნიშნავენ მერვე ბჰადონის დროს.
გაი ჯატრა
რედაქტირებადღევანდელ რეალობაში ეს დღესასწაული წარმოდგენილია მხოლოდ კოსტუმირებული სანახაობით, ცეკვებითა და სიმღერით. აღნიშნავენ პირველ ბჰადონში, ნევარცები. ახლობლებდაკარგული ნევარცები რთავდნენ ძროხებს და სამეფო კარის წინ გამოდიოდნენ.
ინდრა ჯატრა
რედაქტირება28 ბჰადონში იწყება აღნიშვნა და გრძელდება რვა დღე.
გატჰია მოგალი
რედაქტირებააღნიშნავენ 14 შრავანაში. ეს არის რაკშასას ნეპალიდან გაძევების სიმბოლო. რაკშასას ჩალის ფიგურას მთელი დღის განმავლობაში ცემენ, ქუჩებში დაათრევენ და დღის ბოლოს წვავენ.
ბალა ჩატურდასი
რედაქტირებააღნიშნავენ 14 მარგაშირშაში. ხალხი იკრიბება მრიგასსტჰილის ტყეში პაშუპატინატჰის ტაძართან და არიგებენ ხილსა და ბოსტნეულს.
დაშაინი
რედაქტირებააღნიშნავენ 26 აშვინაში. ათი დღის განმავლობაში მოსახლეობა სწირავს კამეჩებსა და თხებს. პირველ დღეს ბრაჰმანები თესავენ ქერს და ყოველდღე რწყავენ მას. ათი დღის შემდეგ ისინი ქერს მაღლა აღმართავენ და საკუთარ მიმდევრებს ანახებენ.
განეშ ჩაუტჰ
რედაქტირება4 მაგხაში ადიდებენ განეშას. დღისით მარხულობენ და ლოცულობენ, ღამე კი აღნიშნავენ.
დიპავალი
რედაქტირებააღნიშნავენ 15 კარტიკაში. არის კეთილშობილების ქალღმერთი ლაქშმის დღესასწაული. ხალხი ანათებს სახლებს და შესაძლებელია აზარტული თამაშებით გართბა სამი დღე-ღამის განმავლობაში. ადრე ხალხი თამაშობდა ქუჩაში და ისინი აგებდნენ ყველაფერს: ცოლს, შვილებს და საკუთარ ხელებსაც კი.
ბჰაი ტიკა
რედაქტირებაამ დღეს დები სტუმრობენ საკუთარ ძმებს, შუბლზე ნიშნითა და ყელზე გირლიანდით. და უბანს ძმას ფეხს, აჭმევს ტკბილეულს, ხოლო სანაცვლოდ იღებს ძვირფასეულობასა და ფულს.
მანგჰე სანკრანტი
რედაქტირებააღნიშნავენ იანვარს, პირველ მაგჰაში. ის აბოლოებს საშიშ თვე პაუშას, როცა არ არის რელიგიური დღესასწაულები. ამ დროს მზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადადის. ხალხი ამ დროს მხოლოდ კურთხეულ საჭმელს ჭამს: ერბო, ლადუ, ბატატი. დედა ყველა ოჯახის წევრს უსურვებს ჯანმრთელობას. მაჰაბჰარატასთან შედარებით ხალხი მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო დღეა მოკშასთვის[1].
ბასანტი
რედაქტირებაგანმანათლებლობის ქალღმერთ სარასვატის დღესასწაულია აღნიშნავენ 20 მაგჰაში.
ჰოლი
რედაქტირებააღნიშნავენ სავსემთვარეობისას პჰალგუნას თვეს[2]. ნეპალში, ხის ბოძები, რომელიც ცნობილია, როგორც ჩირი, მონტაჟდება სასახლის წინ, ფორმდება დროშებით და ღამით უკიდებენ ცეცხლს, რაც გასული წლის დაწვას გულისხმობს.
სხვა დღესასწაულები
რედაქტირებაჩჰეჩუ
რედაქტირებანეპალის ხეობის ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები ტამანგუელების ცერემონია 10 დღე გრძელდება. შედგება სპორტული თამაშებისა (ცემა) და ეგზორციზმისაგან. ატარებენ 11 ცემისა და სამი ეგზორციზმის რიტუალს[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნეპალის დღესასწაულები დაარქივებული 2017-01-18 საიტზე Wayback Machine.
- ნეპალის კალენდარი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Manandhar, Sanjay. (2002) Plants and People of Nepal. Timber Press.
- ↑ Singh, Munshi and Gunanand, Pandit Sri (1877). The History of Nepal. Low Price Publications,.
- ↑ Holmberg, David (November, 2000). „Derision, Exorcism, and Ritual Production of Power“. American Ethnologist. 27 (4): 927–949. doi:10.1525/ae.2000.27.4.927. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)