ნეოტენია
ნეოტენია (ბერძნ. neos — მოუმწიფებელი, ნორჩი და teino — ვწელავ, ვაგრძელებ) — ზოგიერთი ცოცხალი არსების გამრავლების უნარი ლარვულ პერიოდში ან ონტოგენეზის ადრეულ სტადიაზე. ნეოტენია ახასიათებს ზოგიერთ ამფიბიას, ფეხსახსრიანს, ჭიებს, მრავალ მცენარეს. ნეოტენიის კლასიკური მაგალითია ამბისტომა ანუ აქსოლოტლი, რომელსაც დაკარგული აქვს მეტამორფოზის უნარი და მრავლდება ლარვის სტადიაზე. ნეოტენიის გზითაა წარმოქმნილი ზოგი კუდიანი ამფიბია (მღვიმის პროტეუსი, ბრმა ტრიტონი, სირენები და ა. შ.), რომელიც სქესმწიფე ლარვას წარმოადგენს და წყალში ცხოვრობს. მცენარეებში ნეოტენია ცნობილია ხავსებში, ლიკოპოდიუმებში, გვიმრებში, შიშველთესლოვნებსა და ფარულთესლოვნებში, მაგალითად, ლემნას მარტივად აგებული სხეული წარმოიქმნა ონტოგენეზის ადრეულ სტადიაზე განვითარების შეწყვეტის შედეგად. ნეოტენიის საინტერესო შემთხვევაა ფარულთესლოვნებში მდედრობითი გამეტოფიტის, ე. წ. ჩანასახოვანი პარკის წარმოქმნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქორქია ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 386.