ნებროთიანი
ნებროთიანი — ნებროთის შთამომავალი, სპარსი.
„ხოლო მიერითგან განძლიერდეს სპარსნი მიერ მზისა აღმოსავლითგან, ნათესავნი ნებროთისნი.[1]“
|
ქართლის ცხოვრების მიხედვით ცნობილია რომ იბერიის მეფეები მირიან III-დან ბაკურ V-მდე იყვნენ ხოსროვან დინასტიის შთამომავლები, ანუ იგივე ნებროთიანები.
ხოსროვან დინასტიის მეფე ვახტანგ გორგასალი საკუთარ თავს ნებროთიანს უწოდებდა:
„ხოლო თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართლისათანო, რომელნი დღეს მთავრობასა ზედა დადგინებულ ხართ ჩუენ, მეფეთაგან, რომელნი ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი...[2]“
|