ნეა მონის მონასტერი
ნეა მონი (ბერძ. Νέα Μονή - ახალი მონასტერი) — XI საუკუნის მონასტერი საბერძნეთის კუნძულ ჰიოსზე. მდებარეობს კუნძულის შიდა ნაწილში, ქალაქ ჰიოსიდან 15 კმ-ში, პროვატეიო-ოროსის მთაზე. მონასტერი ცნობილია თავის მოზაიკებით, რომლებიც დაფნისა და ოსიოს ლუკას მონასტრების მოზაიკებთან ერთად, მაკედონიური რენესანსული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშებს წარმოადგენს საბერძნეთში. 1990 წელს, ნეა-მონი აღნიშნულ ორ მონასტერთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
დაფნის, ოსიოს ლუკას და ნეა მონის მონასტრები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 38°22′26″ ჩ. გ. 26°03′20″ ა. გ. / 38.37389° ჩ. გ. 26.05556° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 537 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 537 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მონასტერი XI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IX მონომახმა და მისმა მეუღლე ზოემ ააგეს. თქმულების თანახმად, მონასტერი იმ ადგილას აშენდა, სადაც სამმა ბერმა სასწაულებრივად იხილა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მირტის ხის ტოტზე ეკიდა. ამ დროსათვის, კონსტანტინე კუნძულ ლესბოსის სიახლოვეს იყო გადასახლებული. სასწაულის მხილველი ბერები მას სასწრაფოდ ეახლნენ და მოახსენეს ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, ის იმპერატორი გახდებოდა. კონსტანტინე ბერებს ეკლესიის აგებას დაპირდა თუკი მათი ნათქვამი ახდებოდა. მართლაც, 1042 წელს იგი იმპერატორი გახდა და მადლიერების ნიშნად ღვთისმშობლის სახელზე მონასტრის მშენებლობა დაიწყო. მთავარი ტაძრის მშენებლობა 1049 წელს დასრულდა, ხოლო მთლიანად მონასტრის უკვე კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ, 1055 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Nea Moni of Chios, from the Greek Ministry of Culture დაარქივებული 2007-10-23 საიტზე Wayback Machine.
- The Nea Moni of Chios, from the Church of Greece website დაარქივებული 2011-08-07 საიტზე Wayback Machine.
- Byzantine Mosaics of Nea Moni დაარქივებული 2011-08-15 საიტზე Wayback Machine.