დაფნის მონასტერი
დაფნი (ბერძ. Δαφνί) — მონასტერი ათენის გარეუბან ჩაიდარში. მდებარეობს ამავე სახელწოდების ტყის სიახლოვეს, ათენიდან ელევსიკისკენ მიმავალ ე. წ. წმინდა გზაზე.
დაფნის, ოსიოს ლუკას და ნეა მონის მონასტრები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
მონასტრის მოზაიკა | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 38°00′47″ ჩ. გ. 23°38′09″ ა. გ. / 38.01306° ჩ. გ. 23.63583° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 537 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 537 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მონასტერი VI საუკუნის მიწურულს დაარსდა აპოლონის სამლოცველოს ადგილას, რომელიც ახ. წ. 395 წელს გოთებმა დაანგრიეს. გამოყენებულ იქნა ძველი ტაძრის სვეტები და დახურული გალერეები.
მთავარი ტაძარი XI საუკუნის ბიზანტიური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. გააჩნია ჯვრის ფორმა და მაღალი გუმბათი. ეკლესია გამოირჩევა საუკეთესოდ შემონახული მოზაიკებით.
1205 წელს, ათენის ჰერცოგმა ოტო დე ლა როშმა ტაძარი ჯვაროსნებს, ბელევოს ცისტერიანულ სააბატოს გადასცა. ამის შემდეგ, ფრანგმა ბერებმა ეკლესია მრავალგზის გადააკეთეს, სანამ მათ თურქები განდევნიდნენ და 1458 წელს მონასტერს კვლავ მართლმადიდებლებს დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, გაღარიბებული მონასტერი თანდათან დაიშალა. 1821 წელს ოსმალეთის იმპერიის მმართველობამ ის გააუქმა. 1888 წლიდან იწყება აღდგენითი სამუშაოები.
1990 წელს, მონასტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
1999 წლის მიწისძვრის შედეგად, დაფნის მონასტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა და ამჟამად, აღდგენითი სამუშაოების გამო საზოგადოებისათვის დაკეტილია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Daphni Monastery დაარქივებული 2006-07-26 საიტზე Wayback Machine.
- Daphni Monastery დაარქივებული 2008-08-07 საიტზე Wayback Machine.