ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნგუენ მინ ჩიეტი (ვიეტ. Nguyễn Minh Triết; დ. 8 ოქტომბერი, 1942) — ვიეტნამელი პოლიტიკოსი, რომელიც 2006-2011 წლებში ვიეტნამის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. იგი 2006 წლის ივნისში ვიეტნამის ეროვნულმა ასამბლეამ 464 ხმით (94 %) აირჩია.

ნგუენ მინ ჩიეტი
ვიეტ. Nguyễn Minh Triết
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1942(1942-10-08)[1] [2] (82 წლის)
დაბადების ადგილი Bến Cát
მოქალაქეობა  ვიეტნამი
განათლება Ho Chi Minh City University of Science
მეუღლე/ები Tran Thi Kim Chi
ჯილდოები Order of Independence, ხოსე მარტის ორდენი, Golden Key of Madrid[3] , სამხრეთის ჯვრის ორდენი და დამსახურების ეროვნული ორდენი

ნგუენ მინ ჩიეტი მანამდე ქალაქ ხოშიმინში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის მდივანი იყო. ვიეტნამის პრეზიდენტობა ცერემონიული თანამდებობაა და სახელმწიფო პოლიტიკას პოლიტბიურო განსაზღვრავს. ჩიეტი 2006-2011 წლებში პოლიტბიუროს მეოთხე რანგის წევრი იყო. მისი, როგორც პრეზიდენტის, ვადა 2011 წლის ივლისში ამოიწურა. მას შემდეგ პოლიტბიუროს უფროსი წევრი ჩიონგ თან შანგი ჩაენაცვლა.

2006 წლის აპრილში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის მე-10 ყრილობაზე იგი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტად წარადგინეს და 2006 წლის 27 ივნისს ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა. ამ დღეს მან ჩან დიკ ლიონგი შეცვალა. მოგვიანებით მან ნგუენ ტან ზუნგი პრემიერ-მინისტრად წარადგინა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნგუენ მინ ჩიეტი დაიბადა 1942 წლის 8 ოქტომბერს ბინ-დუონგის პროვინციის ბენ-კატის რაიონში, საშუალო კლასის ფერმერულ ოჯახში. 1957 წელს იგი საიგონში გაემგზავრა სასწავლებლად პეტრუს კის უმაღლეს სკოლაში, რომელიც სამხრეთის წამყვანი საშუალო სკოლა იყო. 1960 წელს ჩიეტი სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის დროს საიგონის უნივერსიტეტში მათემატიკას სწავლობდა. აქ მან დაიწყო მონაწილეობა სტუდენტურ მოძრაობაში ნგო დინ ზიემის მთავრობის წინააღმდეგ. მოგვიანებით, 1965 წელს, ვიეტნამის ომის დროს, რომელშიც აშშ მონაწილეობდა, იგი სამხრეთ ვიეტნამში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. იგი არის ვიეტნამის ერთ-ერთი მაღალი რანგის ლიდერი, რომელიც სამხრეთელია და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანი, ვინც 1954 წელს ქვეყნის გაყოფის შემდეგ ჩრდილოეთში არ გადასულა (მაშინ ის მხოლოდ 12 წლის იყო).[4] 1992 წელს იგი სამხრეთის სონგ-ბეს პროვინციის პარტიის ხელმძღვანელი გახდა. მან ეს ძირითადად აგრარული პროვინცია უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცია.

1963 წლის ნოემბერში ნგუენ მინ ჩიეტი საომარ ზონაში გაიქცა და საიგონ-ზია დინში მუშაობდა. შემდეგ მუშაობდა ბუღალტერად და მკვლევარად სახალხო რევოლუციური ახალგაზრდული კავშირის ცენტრალურ კომიტეტში. 1965 წლის 30 მარტს ჩიეტი სამხრეთის რევოლუციურ სახალხო პარტიაში მიიღეს ფსევდონიმით ჩან ფონგი, ასევე ცნობილი როგორც საუ ფონგი და დაინიშნა სამხრეთის ცენტრალური კომიტეტის სახალხო რევოლუციური ლიგის ახალგაზრდული კავშირის მდივნად და 1973 წლამდე მი-თოს პროვინციის საბრძოლო ველზე იმყოფებოდა. 1974 წლიდან 1979 წლის აგვისტომდე იგი იყო ცენტრალური ახალგაზრდული კავშირის მოადგილე და ცენტრალური კავშირის ახალგაზრდა მოხალისეთა დირექტორის მოადგილე. 1979 წლის სექტემბერში იგი გაგზავნეს სასწავლებლად ნგუენ აი კუოკის პარტიულ სკოლაში და 1981 წლის ივლისში მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. 1981 წლის ივლისიდან 1987 წლის დეკემბრამდე იგი იკავებდა ახალგაზრდა მოხალისეთა ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელის თანამდებობას. შემდეგ იყო კავშირის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი. ქალაქ ხოშიმინში კავშირის ცენტრალური პარტიული კომიტეტის მდივანი. ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. ხოშიმინის კომუნისტური ახალგაზრდული კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. ვიეტნამის ახალგაზრდული კავშირის ვიცე-თავმჯდომარე და გენერალური მდივანი.[5]

1997 წელს იგი პოლიტბიუროში აღზევდა და 2000 წელს ქალაქ ხოშიმინში პარტიის ხელმძღვანელი გახდა. ამ პოზიციაზე იგი ზედამხედველობას უწევდა კამპანიას ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, მათ შორის კრიმინალური სამყაროს მეფის ჩუონგ ვან კამის, ცნობილი როგორც ნამ კამის, დაკავებასა და სიკვდილით დასჯას.

პრეზიდენტობა

რედაქტირება

2006 წლის 27 ივნისს ნგუენ მინ ჩიეტი მე-11 ეროვნული ასამბლეის მე-9 სესიაზე აირჩიეს ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტად 464 ხმით. არჩევნების შედეგი მოგვიანებით გამოცხადდა: ჩიეტი ოფიციალურად გახდა ახალი პრეზიდენტი ხმების 94.12 %-ით (464 დელეგატი).

2007 წლის ივნისში, როგორც პრეზიდენტმა, მან პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით იმოგზაურა აშშ-ში. ამ მოგზაურობის დროს, ნგუენ მინ ჩიეტი კალიფორნიის შტატის ორანჯ ქაუნთიში დაახლოებით 800 ბიზნესმენს შეხვდა, რომელთა უმეტესობა ვიეტნამური წარმოშობის იყო.[6] აქ მან ისაუბრა ვიეტნამელ ხალხზე, ეროვნულ ერთიანობაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ ვიეტნამის მთავრობას არ ჰქონდა წინასწარი განწყობა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. იქ მას წინააღმდეგობა გაუწია დაახლოებით ორმა ათასმა იქ მცხოვრებმა ვიეტნამურ-ამერიკელმა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ ვიეტნამის მთავრობა არღვევდა ადამიანის უფლებებს.[7] ასევე ამ მოგზაურობისას, ითვლება, რომ მან შეცვალა აშშ-ს კონგრესმენების მრავალი დიდი ხნის სტერეოტიპი თავისი მშვიდი, გონივრული პასუხებით, გადაჭრა მრავალი კომპლექსური საკითხი. განსაკუთრებით უპასუხა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის გამოსვლებს.[8]

  1. Nguyễn Minh Triết
  2. Munzinger Personen
  3. ¿Quién tiene las llaves de oro de Madrid? // El PaísMadrid: PRISA, 2011. — ISSN 1576-3757; 1134-6582
  4. „Nguyễn Minh Triết elected new State President“. Nhan Dan. 27 June 2006.
  5. VN cảnh giác với 'cách mạng màu' vi (18 June 2009). ციტირების თარიღი: 2018-03-19
  6. „Warm on the inside“. Orange County Register (ინგლისური). 2007-07-02. ციტირების თარიღი: 2018-03-19.
  7. BBCVietnamese.com vi. ციტირების თარიღი: 2018-03-19
  8. „Cùng trao đổi để giải quyết những khác biệt, bất đồng“. TUOI TRE ONLINE (ვიეტნამური). 2007-07-06. ციტირების თარიღი: 2018-03-19.