ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩიონგ თან შანგი (ვიეტ. Trương Tấn Sang; დ. 21 იანვარი, 1949) — ვიეტნამელი პოლიტიკოსი, რომელიც 2011-2016 წლებში ვიეტნამის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. იგი იყო ვიეტნამის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ლიდერი, პრემიერ-მინისტრ ნგუენ ტან ზუნგთან და პარტიის გენერალურ მდივან ნგუენ ფუ ჩონგთან ერთად.[1] 2011 წლის ივლისში, ჩიონგ თან შანგი ვიეტნამის ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტად, მისი წინამორბედის ნგუენ მინ ჩიეტის წარდგინებით, რომელიც თანამდებობიდან გადადგა.

ჩიონგ თან შანგი
ვიეტ. Trương Tấn Sang
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1949(1949-01-21) (75 წლის)
დაბადების ადგილი Đức Hòa, French Cochinchina, ფრანგული ინდოჩინეთი
მოქალაქეობა  ვიეტნამი
განათლება National Academy of Public Administration
ჯილდოები ხოსე მარტის ორდენი
hoidulich.net

ჩიონგ თან შანგი ასევე მეორე ადგილზე იყო ვიეტნამის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის ნგუენ ფუ ჩონგის შემდეგ პარტიის ცენტრალურ სამდივნოში, ორგანოში, რომელიც პოლიტიკის შემუშავებას ხელმძღვანელობს. შანგი 1996 წლიდან იყო ცენტრალური პოლიტბიუროს, კომუნისტური პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. იგი 1996 წლიდან 2000 წლამდე იყო ქალაქ ხოშიმინის კომუნისტური პარტიის მდივანი. 2009 წლის ოქტომბერში იგი დააწინაურეს ეროვნული პარტიის მეორე ნომრად.[2] არსებობდა ცნობები მეტოქეობის შესახებ ჩიონგ თან შანგსა და პრემიერ-მინისტრ ნგუენ ტან ზუნგს შორის, და თითქოს თითოეულს მხარს უჭერდა ფრაქცია პარტიის შიგნით.[3]

2011 წლის იანვარში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის მე-11 ეროვნულ კონგრესზე ჩიონგ თან შანგი წარადგინეს ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტად და 2011 წლის 25 ივლისს ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა. ამ დღეს მან ნგუენ მინ ჩიეტი შეცვალა. იმავე დღეს მან ნგუენ ტან ზუნგი წარადგინა ახალი მთავრობის მეთაურად.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩიონგ თან შანგი დაიბადა 1949 წლის 21 იანვარს, ლონგ-ანის პროვინციის დუკ-ჰოის რაიონში.[4]

1966 წელს ჩიონგ თან შანგი რევოლუციას შეუერთდა. 1966 წლიდან 1969 წლამდე იგი იყო ახალგაზრდულ-სტუდენტური მოძრაობა PK 2-ის ლიდერი. 1969 წლიდან 1971 წლამდე ჩიონგ თან შანგი იყო პარტიული კომიტეტის წევრი, ახალგაზრდული კავშირის მდივანი, პასუხისმგებელი საიდუმლო პარტიზანულ ჯგუფზე ლონგ-ანის პროვინციის დუკ-ჰოის რაიონში. ჩიონგ თან შანგი ვიეტნამის კომუნისტურ პარტიას შეუერთდა 1969 წლის 20 დეკემბერს.[5] 1971 წელს იგი სამხრეთ ვიეტნამის მთავრობამ დააპატიმრა და ფუ-კუოკის ციხეში იმყოფებოდა. იგი 1973 წელს პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე გაათავისუფლეს. მან 1990 წელს საჯარო ადმინისტრირების ეროვნული აკადემიიდან სამართლის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.[4]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1983 წლიდან 1986 წლამდე, ჩიონგ თან შანგი ხელმძღვანელობდა ქალაქ ხოშიმინის სატყეო დეპარტამენტს, ასევე ქალაქის ახალი ეკონომიკური ზონის განვითარების დეპარტამენტს. 1986 წელს იგი დააწინაურეს ქალაქის პარტიული კომიტეტის მუდმივმოქმედ საბჭოში.[5] 1991 წელს იგი გახდა ეროვნული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.[6] 1992 წელს იგი გახდა ხოშომინის თავმჯდომარე, ქალაქის მთავრობაში დაიკავა მეორე პოზიცია. 1997 წელს ის შეუერთდა პოლიტბიუროს, როგორც მისი მე-14 რანგის წევრი.[7] 1997 წლიდან 2000 წლამდე იყო პარტიის მდივანი ხოშიმინში, ეს არის ქალაქის მთავრობის უმაღლესი პოზიცია.[4][8] 2001 წლის აპრილის კონგრესზე ის დააწინაურეს ეროვნულ პარტიაში მე-10 პოზიციაზე. ამ დროს იგი ასევე დაინიშნა პარტიის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელად.

2003 წელს მას საყვედური გამოუცხადეს ნამ კამის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით უმოქმედობისთვის, როდესაც ის ქალაქის მთავრობას ხელმძღვანელობდა.[9] შანგი 2006 წლის აპრილის კონგრესზე პარტიაში მეხუთე პოზიციაზე დააწინაურეს.[10] ამ კონგრესზე იგი ასევე დაინიშნა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს მუდმივ წევრად. ეს არის პოზიცია, რომელიც ზედამხედველობას უწევს პარტიის წევრობას და შიდა სტრუქტურას.[5]

  1. (in Vietnamese) Nghĩa Nhân, "Bộ Chính trị kiểm điểm thế nào? დაარქივებული 2013-06-05 საიტზე Wayback Machine. ", Báo Pháp luật, 16 August 2012. The other "key leaders" are given as General Secretary Nguyễn Phú Trọng, Prime Minister Nguyễn Tấn Dũng, and National Assembly Chairman Nguyễn Sinh Hùng.
  2. (in Vietnamese) "Ban Chấp hành trung ương, Bộ Chính trị, Ban Bí thư", Báo điện tử Đảng Cộng sản Việt Nam (Communist Party of Vietnam Online Newspaper).
    (in Vietnamese) "Danh sách Bộ Chính trị Khoá X", Nhan Dan, 7 January 2011. This gives the Poliburo ranking immediately before the 2011 congress, with Sang second and Dũng fifth.
    "Vietnam profile", BBC, 15 January 2011. This describes Sang as No. 2 prior to the 2011 congress.
  3. US embassy cables: Vietnam picks its new leaders en (12 January 2011). ციტირების თარიღი: 27 March 2018
  4. 4.0 4.1 4.2 Thông tấn xã Việt Nam, "Tiểu sử tóm tắt của đồng chí Trương Tấn Sang" Tiền Phong Online, 19 January 2011.
  5. 5.0 5.1 5.2 Biography of State President Truong Tan Sang, VietnamPlus, 25 July 2011.
  6. (in Vietnamese) "Danh sách Bộ Chính trị, Ban Chấp hành Trung ương Đảng khóa VII (1991–1996)" Nhan Dan, 7 January 2011. Sang is No. 104.
  7. (in Vietnamese) "Danh sách Bộ Chính trị, Ban Chấp hành Trung ương Đảng khóa VIII (1996–2001)", Nhan Dan, 7 January 2011.
  8. Nghia M. Vo Saigon: A History 2011, p. 242: "In May 1995, the president of the People's Committee of Saigon-HCMC, Trương Tấn Sang, noted that corruption by city officials amounted to one million dollars.."
  9. Arthurs, Clare, "Vietnam's showcase trial", BBC News, 25 February 2003
  10. "Danh sách Ban lễ tang đồng chí Võ Văn Kiệt", Báo An ninh Thủ đô, 14 June 2008