ნაჰლა ელ-ფატიჰა ნაილი
ნაჰლა ელ-ფატიჰა ნაილი (არაბ. نهلة الفاتحة نايلي; ბერბ. ⴻⵍ ⴼⴰⵜⵉⵃⴰ ⵏⴰⵉⵍⵉ; დ. 14 ნოემბერი, 1986, ჰიდრა, ალჟირი, ალჟირი) — ალჟირელი მოქანდაკე და მხატვარი.
ნაჰლა ელ-ფატიჰა ნაილი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 14 ნოემბერი, 1986 (38 წლის) |
დაბ. ადგილი | ჰიდრა, ალჟირი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | მოქანდაკე და აქტივისტი[1] |
მოქალაქეობა | ალჟირი |
ალმა-მატერი | ალჟირის სახვითი ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებული, პატენ-სორბონის უნივერსიტეტი და ალექსანდრე დიუმას საერთაშორისო ლიცეუმი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოჯახი
რედაქტირებანაილი დაიბადა 1986 წლის 14 ნოემბერს ქალაქ ჰიდრაში, როგორც რაბაჰ ნაილის, რომელიც ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი და მეტეოროლიგიის სპეციალისტია, და ჰაფიდა ბუჰირედის, რომელიც მოდის დიზაინერია ტიზი-უზუდან, ქალიშვილი.[2] დედამისი, ნაჰლას ბებიის პირველი ქორწინებიდან ყველაზე უმცროსი შვილია.[2][3]
ბაბუამისი, მუსტაფა ბუჰირედი საფეხბურთო კლუბ „Racing Club de Paris“ ფეხბურთელი და გაზეთ „Alger républicain“ სპორტული ჟურნალისტი იყო. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მხარეს, ხოლო მოგვიანებით ჩაერთო ალჟირის რევოლუციაში და გახდა FLN ბოევიკი, რომელიც 1957 წლის 14 მარტს, დაპატიმრების შემდეგ ქალაქ კასბაში გარდაიცვალა.[4]
ბებიამისი, დედის ხაზით, ფატიჰა ბუჰირედიც (დაბადებით ჰატალი ოხიტი) იყო ბოევიკი, როგორიც მისი მეუღლე, რომელიც მთელი ალჟირის განმათავისუფლებელი ომის განმავლობაში თავის სახლს იყენებდა, როგორც თავშესაფარი ქალაქ ალჟირის მთავარი პარტიზანი ლიდერებისთვის. ორჯერ დამატიმრებულიც იყო, საიდანაც ერთხელ პარტიზანებთან — საადი იასეფთან, ზოჰრა დრიფთან[5] და მისი ექვსი თვის ქალიშვილ ჰაფიდა ბუჰირედისთან ერთად დააპატიმრეს, რომელიც სერკადჯის ციხეში ჩასვეს და შემდეგ გაათავისუფლეს.[3]
ბავშვობა
რედაქტირებამშობლების განქორწინების შემდეგ, იგი დედასთან და უმცროს ძმასთან, არსლან ლარბი რედუან ნაილისთან ერთად, ალჟირის სიმაღლეებზე მდებარე ბუჰირედების საოჯახო სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ნაილი დედამ და დეიდებმა აღზარდეს.
განათლება
რედაქტირება2007 წელს, ნაჰლამ თავისი ბაკალავრიატის „ს სერია“ ალექსანდრე დიუმას სახელობის ალჟირის საერთაშორისო ლიცეუმში დაასრულა, ხოლო 2016 წელს დაამთავრა ალჟირის სახვითი ხელოვნების უმაღლესი სკოლა. 2018 წლისთვის,[6] იგი ემზადებოდა სადოქტორო დისერტაციის წარსადგენად პატეონ-სორბონის უნივერსიტეტში, თემაზე „ქმნილება და ქალაქური მემკვიდრეობა. თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკისკენ ალჟირის რეაბილიტაციის გზით“.[7][8]
გაიარა სხვადასხვა ტრენინგ-კურსები მაროკოსა და ტუნისში.[9][10]
მონაწილეობა მიიღო იუნესკოს ეგიდით რამდენიმე ტრენინგზე, როგორიცაა 2017 წლის ივლისში სემინარი „მოხალისეების მართვა და საჯარო/კერძო მონაწილეობის პროექტები“, 2018 წლის ოქტომბრის სემინარი ამანში, იორდანიაში და 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სემინარი ტუნისში, თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის ახალგაზრდა დამცველებს შორის შემოქმედებითი ციფრული ტექნოლოგიების მატების გაზრდა“.[11]
კარიერა და პროექტები
რედაქტირებანაილი არის ალჟირის „კასბას შენარჩუნების“ ასოციაციის წევრი და გენერალური მდივანი,[7] ასევე „გაცნობიერებული ახალგაზრდული მოძრაობის“ თანადამფუძნებელია.[12]
2016 წელს, ნაჰლამ თავის ძმა არსლანთან და ბიძაშვილ სელმა ბუჰირედთან ერთად, მოაწყო სასემინარო პროექტი სახელწოდებით „The NAS Workshop“, რომელიც ეხება სივრცის გამოხატულებას ყველა მხატვრული მიმდინარეობისთვის.[13]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://algeriecultures.com/actualite-culturelle/un-an-du-deces-de-belkacem-babeci-nahla-naili-bouhired-evoque-sa-memoire/
- ↑ 2.0 2.1 Brahimi, Feu Hamidou (2008). „À la mémoire d’un héros“. El Watan (ფრანგული). ISSN =1111-0333 შეამოწმეთ პარამეტრი
|issn=
(დახმარება). ციტირების თარიღი: December 21, 2018. - ↑ 3.0 3.1 Des femmes dans la guerre d'Algérie, entretiens, préface de Michelle Perrot // Amrane-Minne, Danièle Djamila // Éditions Karthala // 1994 // isbn=2865375102 // პარიზი // 127, 128
- ↑ Brahimi, Feu Hamidou (2008). „À la mémoire d’un héros“. El Watan. ISSN 1111-0333. ციტირების თარიღი: December 21, 2018.
- ↑ Brahimi, Feu Hamidou (2008). „À la mémoire d’un héros“. El Watan. ISSN 1111-0333. ციტირების თარიღი: December 21, 2018.
- ↑ Ibersiene, Arezki (2018). „Nahla Naili, ancienne étudiante de l'école des Beaux-arts d'Alger: «On a trop laissé pourrir la situation à l'ESBA»“. Le Temps d'Algérie. ISSN 1112-9344. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2018. ციტირების თარიღი: December 20, 2018. მითითებულია ერთზე მეტი
|accessdate=
და|access-date=
(დახმარება) - ↑ 7.0 7.1 Hafid Azouz. (April 18, 2018) L’association « Sauvons la Casbah d’Alger » organise une résidence d’artistes. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2018. ციტირების თარიღი: December 21, 2018
- ↑ Hocine, Achour (June 8, 2018). „Nahla Naïli : « Il y a des contraintes réelles à exercer le métier de sculpteur en Algérie »“. Culture dz. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 18, 2018. ციტირების თარიღი: December 20, 2018. მითითებულია ერთზე მეტი
|accessdate=
და|access-date=
(დახმარება) - ↑ Nouveau numéro "Culture Club" YouTube-ზე à 1ː55 seconde sur la chaîne officiel de Canal Algérie
- ↑ Hind, O. (2018). „Résidence d'artistes «mémoires de la Casbah d'Alger» : « L'art au service du patrimoine »“. L'Expression. ISSN 1112-3397. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2018. ციტირების თარიღი: December 23, 2018. მითითებულია ერთზე მეტი
|accessdate=
და|access-date=
(დახმარება) - ↑ Increasing appetite for creative digital technologies among young cultural heritage defenders en (December 13-14, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2018. ციტირების თარიღი: December 23, 2018
- ↑ Conférence régionale de l'UNESCO, Patrimoine culturel et identité: perspectives de la jeunesse de la région arabe (March 3, 2017). ციტირების თარიღი: December 22, 2018
- ↑ Abada, Latifa (2016). „"ورشة ناس" un nouvel atelier à la Casbah crée un pont entre l'histoire et l'art“. HuffPost. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 30, 2018. ციტირების თარიღი: December 21, 2018. მითითებულია ერთზე მეტი
|accessdate=
და|access-date=
(დახმარება)