ნაღვარევის ეკლესია

ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია — გვიანი შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღვარევში. მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1293 მ სიმაღლეზე. ნატეხი ქვით ნაგები ეკლესია უაფსიდოა, მისი ზომაა 7x4,8. ეკლესიას დასავლეთიდან მიდგმული აქვს კარიბჭე, რომელიც სამი მხრიდან თაღებითაა გახსნილი. თაღებში შირიმის ქვებია გამოყენებული. კარიბჭეს თავზე ფანჩატურიანი სამრეკლო ადგას. ინტერიერში, ჩრდილო კედელზე კედლის მხატვრობისა და ასომთავრული წარწერის კვალია. ეკლესიაში ალაგ-ალაგ შემორჩენილია გადალესილობისა და შეთეთრების კვალი, რის ქვეშაც კედლის მხატვრობა უნდა იყოს. მხატვრობა შესასწავლია.[1] ეკლესიას რესტავრაცია 2009 წელს ჩაუტარდა. გადმოცემის თანახმად, სამასმა არაგველმა კრწანისის ბრძოლის წინ ფიცი ამ ეკლესიაში დადო. საკუთრივ გეოგრაფიული პუნქტი „ნაღუარევი“ იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 355,7) და იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35). 2020 წელს ნაღვარევის ეკლესიის მახლობლად მშენებლობა წარმოებდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.[2]

ნაღვარევის ეკლესია
ნაღვარევის ეკლესია — საქართველო
ნაღვარევის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°25′12″ ჩ. გ. 44°35′07″ ა. გ. / 42.42000° ჩ. გ. 44.58528° ა. გ. / 42.42000; 44.58528
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადგილმდებარეობა დუშეთის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება შუა საუკუნეები
დეტალები

ლიტერატურა

რედაქტირება