სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაფარეული (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაფარეულიადგილწარმოშობის დასახელების ღვინო.

თეთრი ღვინო „ნაფარეული“ მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან ტკბილის სრული დადუღებით. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე სასიამოვნო, ხალისიანი, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით და მინდვრის ყვავილების ტონით.

თეთრი ღვინო „ნაფარეულის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,5 %-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 16 გ/დმ3.

წითელი ღვინო „ნაფარეული“ მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტული, ხავერდოვანი, განვითარებული ბუკეტით.

წითელი ღვინო „ნაფარეულის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0 %-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 20 გ/დმ³.

„ნაფარეულის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 52 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ნაფარეული“ მდებარეობს კახეთის რეგიონში, მდინარე ალაზნის ზემო წელში, მის მარცხენა სანაპიროზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობები მოქცეულია მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადების, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენ სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ქვემო წელში.

სავენახე ფართობები ზღვის დონიდან 400-500 მეტრ სიმაღლის საზღვრებში იცვლება. ნაფარეულის გრძედზე კახეთის ვაკის საერთო სიგანე დაახლოებით 20 კმ უდრის.

კავკასიონის მთიანი სისტემის სამხრეთულ დაქანებებზე არსებული სავენახე ფართობების დახრილობა 3-50 ფარგლებში იცვლება. ნაფარეულის სპეციფიკური ზონა მდებარეობს ჩრდილო განედის 42°03' და აღმოსავლეთ გრძნ­ედის 45°31' კოორდინატებზე. იგი მოიცავს სოფლებს: ნაფარეული, სანიორე, ჯუგაანი, არტანა, ფშაველი და ლალისყური.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება