ნატბეურის ნამოსახლარი გორა

ნატბეურის ნამოსახლარი გორა — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გორაზე, რომელსაც სამხრეთით ესაზღვრება მდინარე იორი, ჩრფილოეთ-დასავლეთით კი — არეულებად წოდებული ადგილი თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით, მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შირაქის არქეოლოგიურმა რაზმმა. ნამოსახლარის სამხრეთ ფერდობი ჩარეცხილია, ძეგლზე აიკრიფა ქვის თოხები. შავად და მორუხოდ გამომწვარმა კერამიკული ჭურჭლისა და სხვადასხვა ფორმის ქვის იარაღები. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება