ნატა ფერაძე (დ. 28 მარტი, 1968, თბილისი) — ქართველი მხატვარი და სამოქალაქო უფლებებისა და გარემოს დამცველი. ნატა ფერაძე განცხადებების გაკეთებისას, ხშირად მწვავე ან არანორმატიულ ლექსიკას იყენებს. აღსანიშნავია ნატა ფერაძის გაჟღერებული არანორმატიული ლექსიკა 2016 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნატა ფერაძემ დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტი; მაასტრიხტის (ნიდერლანდები) ბონიფანტენ-მუზეუმისა და ჰააგის (ჰოლანდია) მუზეუმ მაურიცჰეისის ორდინატურები სპეციალობით-დაზგური ფერწერის რესტავრაცია.[2]

მუშაობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის რესტავრაციის მიმართულებით; თბილისის მხატვრის სახლსა და საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში დაზგური ფერწერის რესტავრაციის განხრით. იყო ჟურნალ „ინტერესის“ მხატვარი, სტუდია „1,2,3“-ის გარფიკული დიზაინერი. დააარსა ფირმა „პლანტი“, რომლის საქმიანობის სფერო იყო მცენარეების გამოყვანა, რეალიზაცია, ეზოებისა და აივნების მოწყობა-გამწვანება. 2008–2009 წლებში მუშაობდა კომპანია „გრინსერვისის“ მენეჯერად; 2010 წლიდან საქმიანობდა ფირმა „ეკოდესანტში“, ხოლო 2013 წელს დააფუძნა „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“.[2]

„პარტიზანული მებაღეობა“ არის მოძრაობა, რომელიც ქალაქის გამწვანების იდეას უჭერს მხარს. პარტიზანი მებაღეები საქართველოს მასშტაბით დასუფთავების აქციებისა და ხეების დარგვის გარდა, სხვადასხვა პროექტების დაწყებასაც აპროტესტებენ, რომელთა განხორციელებაც მათი აზრით ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას დაამძიმებს. ერთ-ერთი ასეთია „პანორამა თბილისის პროექტი“. მოძრაობა 2013 წლის ივლისში დაიწყო, რომლის იდეის ავტორია ნატა ფერაძე.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება