მაურიცჰეისი
მაურიცჰეისი (ნიდერლ. Mauritshuis) — სამხატვრო გალერეა ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში. მდებარეობს ვეივერის ტბის სანაპიროზე. XVII საუკუნის ჰოლანდიური არქიტექტურის ძეგლია და აგრეთვე მუზეუმი (სურათების სამეფო კაბინეტი). მაურიცჰეისი ჰოლანდიური კლასიციზმის ნიმუშია, რომელიც აშენდა 1633-1635 წლებში არქიტექტორ პიტერ პოსტის მიერ პრინც მორიც ორანელისთვის. მაურიცჰეისის მუზეუმს საფუძვლად დაედო ვილჰელმ V ორანელის „ხელოვნების კაბინეტის“ სურათების კოლექცია. აქ თავმოყრილია ჰოლანდიური, ნიდერლანდური და ფლამანდიური სკოლის მეტად მაღალხარისხიანი კრებულები. მაურიცჰეისი 1995 წელს გადავიდა სპეციალიზებული ფონდის განკარგულებაში. ამჟამინდელი კოლექცია დაახლოებით 800 სურათისგან შედგება და ფოკუსირდება ჰოლანდიელი და ფლამანდიელი მხატვრების (პიტერ ბრეიგელი, პაულუს პოტერი, პეტერ პაულ რუბენსი, რემბრანდტი, იან ვერმეერი და სხვა) ნამუშევრებზე. დღეისათვის ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი მუზეუმია.
მაურიცჰეისი | |
---|---|
მაურიცჰეისი | |
52°04′49″ ჩ. გ. 4°18′51″ ა. გ. / 52.080389° ჩ. გ. 4.314306° ა. გ. | |
დაარსდა | 1822 |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
მდებარეობა | ჰააგა[1] |
ვიზიტორები | 231,795 (2010) |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი] |