ნასიმის ძეგლი (ბაქო)
ნასიმის ძეგლი ბაქოში (აზერ. İmadəddin Nəsiminin heykəli (Bakı, 1980)) — XIV-XV საუკუნეების აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედინ ნასიმის ძეგლი, რომელიც 1980 წელს ბაქოში დაიდგა.[1] [2]
ნასიმის ძეგლი ბაქოში | |
---|---|
მდებარეობა | ბაქო აზერბაიჯანი |
გახსნის თარიღი | 1980 |
1973 წელს ნასიმის 600 წლის იუბილე აღინიშნა სახელმწიფო დონეზე. ცნობილ პოეტზე დაიწერა სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფიები, ჰასან სეიდბეილიმ გადაიღო ფილმი „ნასიმი“, ფიქრეთ ამიროვმა დაასრულა ბალეტი „თქმულება ნასიმიზე“, ისა ჰუსეინოვმა დაწერა რომანი, გაბილ იმამვერდიევმა — პოემა „ნასიმი“. სკულპტურის შექმნა დაევალა მონუმენტური ძეგლების ოსტატს ტოკაი მამედოვს, რომელმაც სამუშაო კოლეგასთან, იბრაჰიმ ზეინალოვთან ერთად შეასრულა. სკულპტურას აქვს 69 სმ-იანი მოდელი და 2 მეტრიანი მაკეტი. მოგვიანებით, 6,5 მ. სიმაღლის ქანდაკება დაიდგა ბაქოს ერთ-ერთ ცენტრალურ ბაღში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Milli Kitabxanada “Nəsimi ili”nin ilk sərgisi açılıb
- ↑ „Abidələşən düha“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-12. ციტირების თარიღი: 2022-12-12.