ჰასან სეიდბეილი
ჰასან მეჰდი-ოღლუ სეიდბეილი (აზერ. Həsən Mehdi oğlu Seyidbəyli) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მწერალი, დრამატურგი, კინორეჟისორი, სცენარისტი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1976).[1]
ჰასან სეიდბეილი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Həsən Seyidbəyli |
დაბადების თარიღი |
22 დეკემბერი, 1920 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
25 ივნისი, 1980 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
პროფესია | კინორეჟისორი, სცენარისტი |
ჰასან სეიდბეილი დაიბადა 1920 წლის 22 დეკემბერს აზერბაიჯანის სსრ-ის ქალაქ ბაქოში. 1938-1939 წლებში სწავლობდა ლენინგრადის კინორეჟისორების ინსტიტუტში. 1942 წელს დაიწყო თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა. 1943 წელს განათლების მიღება გააგრძელა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (რსკი) სარეჟისორო ფაკულტეტზე (ს. ეიზენშტეინისა და გ. კოზინცევის სახელოსნო). 1955 წლიდან იყო სკკპ-ის წევრი.[2]
ჰასან სეიდბეილი დოკუმენტური ფილმების — „ბაქოდან გოიგოლამდე“, „კუბის ბაღებში“, „საბჭოთა აზერბაიჯანი“, „სრულყოფილება“ — სცენარების ავტორია. 1963-დან 1980 წლამდე იყო აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1980 წლის 25 ივნისს ბაქოში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Respublika kino sənəti işçilərinə Azərbaycan SSR fəxri adlarının verilməsi haqqında Azərbaycan SSR Ali Soveti Rəyasət Heyətinin 23 dekabr 1976-cı il tarixli Fərmanı — anl.az
- ↑ СЕИДБЕЙЛИ Гасан Мехти оглы Кино: Энциклопедический словарь/Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др.- М.: Сов. энциклопедия, 1987.- 640 с., 96 л. ил.