ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისა მუსტაფა ოღლუ ჰუსეინოვი (აზერ. İsə Mustafa oğlu Hüseynov დ. 12 ივნისი, 1928, სოფ. მუღანლი, ყაზახის მაზრა — გ. 1 აპრილი, 2014, ბაქო) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მწერალი, სცენარისტი და რედაქტორი, სახალხო მწერალი (1988)[2][3] და აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976).

ისა ჰუსეინოვი
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1928(1928-06-12)[1]
დაბადების ადგილი მუღანლი
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 2014(2014-04-01) (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი და მთავარი რედაქტორი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჯილდოები დამოუკიდებლობის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საპატიო ნიშნის ორდენი და აზერბაიჯანის სსრ სახალხო მწერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისა ჰუსეინოვი დაიბადა სოფელ მუღანლიში (ამჟამად აღსტაფის რ/ნი) სოფლის მასწავლებლის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1945 წელს სწავლა აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ უნივერსიტეტიდან წამოვიდა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. მოგვიანებით ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი დაამთავრა. 19521954 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო გამომცემლობაში რედაქტორად მუშაობდა, 1960 – 1964 წლებში გაზეთ „ლიტერატურული აზერბაიჯანის“ რედაქტორი იყო. 1958 წლიდან იყო კომპარტიის წევრი.[4] 1964 – 1968 წლებში კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმში“ მთავარი რედაქტორი იყო, 1964 – 1968 წლებში კი რედაქტორი, ხოლო 1974 – 1979 წლებში სცენარისტთა კავშირის წევრი იყო, 1979 წლიდან აზერბაიჯანის სსრ კინემატოგრაფიის კომიტეტის მთავარი რედაქტორი გახდა. 1976 წელს მიიღო აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება (23. 12. 1976).[5]

ლიტერატურული საქმიანობა 1949 წელს ‘İnqilab və Mədəniyyət’-ში („რევოლუცია და კულტურა“) სტატიის გამოქვეყნებით დაიწყო. რომანებისა და სცენარების წერით 1950 წლიდან დაკავდა. მისი ზოგიერთი ნაწარმოები თარგმნილია უცხოურ ენებზე. ისა ჰუსეინოვი 2014 წელს გულის უკამრისობით, აზერბაიჯანში გარდაიცვალა.

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Məhəmməd Füzulinin anadan olmasının 500 illiyi haqqında. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-12. ციტირების თარიღი: 2022-03-09.
  3. Süleyman Rəhimovun 100 illik yubileyinin keçirilməsi haqqında. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-09. ციტირების თარიღი: 2022-03-09.
  4. Гусейнов Иса Мустафа оглы // Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — М.: Сов. энциклопедия, 1987. — 640 с.
  5. Respublika kino sənəti işçilərinə Azərbaycan SSR fəxri adlarının verilməsi haqqında Azərbaycan SSR Ali Soveti Rəyasət Heyətinin 23 dekabr 1976-cı il tarixli Fərmanı — anl.az
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისა_ჰუსეინოვი“-დან