ნარტები
ნარტები — ვიწრო გრძელი მარხილი, ბრტყელი ფიცრული ძირით. გავრცელებულია ევროპის, აზიის და ამერიკის ჩრდილოეთში. ძვ. წ. II-I ათასწლეულით დათარიღებული ნარტები აღმოჩენილია ფინეთსა და ჩრდილოეთ ურალში. გამწევ ძალად იყენებდნენ ირმებსა (1-დან 7-მდე) და ძაღლებს (6-დამ 10-მდე ან 10-დან 16-მდე).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 323.