ნარგიზ ფაშაევა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ნარგიზ არიფ-ყიზი ფაშაევა (აზერ. Nərgiz Arif qızı Paşayeva; დაბ. 13 დეკემბერი 1962, ბაქო) — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, Ректор მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაქოს ფილიალის რექტორი, აზერბაიჯანის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ანმა-ს ნამდვილი წევრი (2 მაისი 2017),[1] «ინგლისურ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო საზოგადოების» თანათავმჯდომარე, ოკსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ნიაზი გიანჯევის სახელობის აზერბაიჯანის სამეცნიერო ცენტრისა და კავკასიათმცოდენობის ხელმძღვანელი.[2]
ნარგიზ ფაშაევა აზერ. Nərgiz Paşayeva | |
![]() | |
ამჟამინდელი თანამდებობა | |
---|---|
დაიკავა | |
დაბადებული | 13 დეკემბერი 1962 ბაქო, აზერბიაჯანის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
საქმიანობა | აზერბაიჯანის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი |
ნარგიზ ფაშაევა ქალაქ ბაქოში 1962 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. მამა — არიფ მირ-ჯალალ-ოღლუ ფაშაევი. დედა — აიდა ნასირ კიზი იმანგულიევა. 1968—1978 წლებში ბიულბიულის სახელობის სპეციალურ მუსიკალურ საშუალო სკოლაში სწავლობდა. 1978 წელს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასწრებულ განყოფილებაზე ჩააბარა და 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1983 წელს ასპირანტურის დასწრებულ განყოფილებაზე ჩააბარა და ვადაზე ადრე დაასრულა დისერტაცია თემაზე «მ. ა. საბირას ნოვატორობა» და წარმატებულად დაიცვა. 1987 წლის 23 სექტემბერში ფილოლგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო. 1987 წლის მარტიდან ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის «აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიის» კათედრაზე მუშაობდა ასისტენტის, პედაგოგის, უფროსი პედაგოგის, დოცენტის თანამდებობებზე, ხოლო 1994-2008 წლებში ბაქოს მუსიკალური აკადემიის «ენისა და ლიტერატურის» კათედრის გამგე იყო. 2004 წელს წარმატებულად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე «ადამიანის მხატვრულ-ესთეტიკური გამოვლინების უნარი თანამედროვე აზერბაიჯანულ ლიტერატურაში (სახალხო მწერალ ელჩინის შემოქმედების საფუძველზე)». 2005 წლის 11 თებერვალს მიიღო ფოლოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო 2005 წლის 30 მარტს — პროფესორის სამეცნიერო წოდება. 2006-2008 წლებში ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2007 წლიდან არის აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი . 2008 წლის 23 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილხამ ალიევის № 2886 განკარგულებით მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნვირსიტეტის ბაქოს ფილიალის რექტორად დაინიშნა. 2009 წლის ოქტომბრიდან არის ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის «აზერბაიჯანის კლასიკური ლიტერატურის» კათედრის გამგე. 2014 წლის 30 ივნისს არჩეულია აზერბაიჯანის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის (ანმა) ნამდვილ წევრ-კორესპონდენტად. 2017 წლის 2 მაისს არჩეულია ანმა-ს ნამდვილ წევრად. 2018 წლის 8 ივნისს არჩეულია ანმა-ს ვიცე-პრეზიდენტად.[3] 2019 წლის 27 თებერვალს ნარგიზ ფაშაევა რუსეთის საგანმანათლებლო აკადემიის მიერ აკადემიკოს ვ. სადოვნიჩის წარდგინებით არჩეული იქნა აკადემიკოსად (წევრად უცხო ქვეყნიდან).[4]
მოღვაწეობარედაქტირება
2012 წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გაერთიანებულ პალატაზე «ჩერჩილის» დარბაზში ნარგიზ ფაშაევა გამოვიდა მოხსენებით. 2013 წელს დიდ ბრიტანეთში ოკსფორდის უნივერსიტეტში გამოვიდა მოხსენებით «ნიზამ გაჯიევის შემოქმედება და მეცნიერული მემკვიდრეობა». ნარგიზის ინიციატივით ხელახლა გამოიცა ჟურნალი «მოლა ნასრედინი», მომზადდა და გამოიცა წიგნი «სამედ ვერგუნის მოგონებები», კატალოგი «აზერბაიჯანის ხალხური ინსტრუმენტები». ინიციატივის საფუძველზე შექმნილმა «ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებულმა ნიზამ გიაჯიევის სახელობის აზერბაიჯანულმა და კავკასიათმცოდნეობის სამეცნიერო ცენტრმა» 2013 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის აღმოსავლეობათმცოდნეობის დეპარტამენტში მემორანდუმს მოაწერა ხელი. ნარგიზი არის საქველმოქმედო ფონდის «აზერბაიჯანული კულტურის მეგობრების» წევრი. 2006 წლიდან არის შემოქმედებითი სცენის «ÜNS» სულისჩამდგმელი და მხატვრული ხელმძღვანელი[5]. 2007 წლიდან «ინგლისურ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო საზოგადოების» თანათავმჯდომარე. ნარგიზ ფაშაევა არის ოპერა «ყარაბახ-ნამე»-ს ლიბრეტოს ავტორი.
სქოლიორედაქტირება
- ↑ AMEA-nın həqiqi və müxbir üzvlüyünə keçirilən seçkilərin nəticələri açıqlanıb
- ↑ Nərgiz Paşayeva Rəsulzadə haqqında bu sözləri dedi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-12. ციტირების თარიღი: 2021-01-16.
- ↑ Nərgiz Paşayeva və daha 6 alim AMEA-nın vitse-prezidenti seçildi
- ↑ AMEA-nın həqiqi üzvü Nərgiz Paşayeva Rusiya Təhsil Akademiyasının akademiki (xarici üzvü) seçilib //Azərbaycan müəllimi.- 2019.- 7 mart.- s. 4.
- ↑ Франция наградила Наргиз Пашаеву Орденом Академических Пальм офицерской степени