ნარბონის წისქვილი

მარცვალსაფქვავი წისქვილი ალჟირში

ნარბონის წისქვილი (ფრანგ. Minoterie Narbonne) — მარცვალსაფქვავი წისქვილი ალჟირში. მდებარეობს ალჟირის პროვინციის ჰუსეინ-დეის მუნიციპალიტეტში, ტრიპოლის ქუჩაზე. საწარმო 1864 წელს ლუი გონზაგ ნარბონმა დააარსა.

ნარბონის წისქვილი
Minoterie Narbonne
ნარბონის წისქვილი (ალჟირი)
ალტერნატიული სახელები ჰუსეინ-დეის წისქვილი
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი მარცვალსაფქვავი წისქვილი
არქიტექტურული სტილი მავრიტანული
ქვეყანა ალჟირის დროშა ალჟირი
მდებარეობა ჰუსეინ-დეი, ალჟირის პროვინცია
მისამართი ტრიპოლის ქუჩა 64
კოორდინატები 36°44′40″ ჩ. გ. 3°05′41″ ა. გ. / 36.7444921694° ჩ. გ. 3.0949823500° ა. გ. / 36.7444921694; 3.0949823500
მფლობელი ჰუსეინ-დეის მუნიციპალიტეტი
დაიწყო 1864
დასრულდა 1864

ისტორია რედაქტირება

წისქვილის პირველი ნაგებობა ლუი გონზაგ ნარბონმა (1828-1893) 1862 წელს ააშენა[1]. საწარმო აღჭურვილი იყო რვა აგრეგატით და დღეში 350-400 ცენტნერი ხორბლის გადამუშავება შეეძლო[2].

1941 წლის ივნისში სამანქანო დარბაზში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც საერთო ჯამში 300 000 ფრანკის ღირებულების ტექნიკა დააზიანა და გაანადგურა[3].

1945 წლამდე წისქვილის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ალჟირის ომის შემდეგ წისქვილის ნაციონალიზაცია განხორციელდა. მალევე ის სოფლის მეურნეობის რამდენიმე დარგის საწარმოდ გადაკეთდა. 2021 წელს შენობა ჰუსეინ-დეის სახალხო მუნიციპალურ ასამბლეას გადაეცა[4].

2010 წლის ივნისში განსახლების და ქალაქმშენებლობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო[4]. გადაწყვეტილების აღსრულება 2013 წელს ალჟირის ტრამვაის სისტემის შექმნის გამო გადაიდო[4].

2021 წელს შენობის ნგრევა განახლდა. ორგანიზაცია „Inventaire citoyen du patrimoine“-მ შენობის შესანარჩუნებლად კამპანია წამოიწყო[4].

სქოლიო რედაქტირება

  1. Louis-Gonzague Narbonne fr..
  2. Patrimoine urbain : reconversion d'une friche industrielle en un lieu culturel fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-10. ციტირების თარიღი: 2021-04-15..
  3. Juin 1941 : incendie à la Minoterie Narbonne fr (28 mars 2018)..
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Minoterie Narbonne à Hussein Dey : appel pour la préservation de l'édifice de la rue Tripoli fr გვ. 7 (13 avril 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13-04-2021. ციტირების თარიღი: 15-04-2021..