ნაპატა — ძველი ქალაქი სუდანში. მდებარეობდა ნილოსის მე-4 ჭორომებთან ახლოს და ძვ. წ. XV საუკუნიდან ეგვიპტის სასაზღვრო სადგური იყო, მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი ეგვიპტე-სუდანის გზაზე. ძვ. წ. VIII – ძვ. წ. VI საუკუნეებში ნუბიის (ქუშის) სახელმწიფოს დედაქალაქი. ნაპატაში იყო ქვეყნის უზენაესი ღვთაების ამონის ტაძარი, ქალაქის მახლობლად კი (ნური და ელ-კურუ) სამეფო ნეკროპოლები იყო განლაგებული. დედაქალაქის მეროეში გადატანის შემდეგ ნაპატა ქვეყნის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ. წ. 24 წელს რომაელებმა დაანგრიეს. XX საუკუნის I ნახევარში ნეპატის არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ამერიკელი არქეოლოგი ჯორჯ რეისნერი.[1]

ნაპატა
n
p t
N25

npt

ამონის ტაძრის ნანგრევები
ნაპატა — სუდანი
ნაპატა
ქვეყანა სუდანის დროშა სუდანი
კოორდინატები 18°32′ ჩ. გ. 31°49′ ა. გ. / 18.533° ჩ. გ. 31.817° ა. გ. / 18.533; 31.817
ისტორია
პერიოდები ძველი ეგვიპტე, ქუშის სამეფო
მიტოვების დრო ძვ. წ. 24
  1. ნაპატა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 314.