მეროე
მეროე — უძველესი ნაქალაქარი სუდანში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, ქალაქ შენდის სიახლოვეს, ხართუმიდან 200 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს სოფლების ჯგუფი, რომლებსაც ბაგრავიაჰს უწოდებენ. საუკუნეთა განმავლობაში, მეროე ქუშის სამეფოს დედაქალაქი იყო. მეროეს ქუშიტურმა სამეფომ სახელი მიიღო კუნძულ მეროესგან, რომელიც თანამედროვე ბუტანას რეგიონს წარმოადგენდა და რომელსაც მდინარე ნილოსი და ცისფერი ნილოსი საზღვრავდა.
მეროეს არქეოლოგიური ძეგლები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | სუდანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, vi, v |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 16°56′11″ ჩ. გ. 33°42′39″ ა. გ. / 16.93639° ჩ. გ. 33.71083° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) |
ნომერი | 1336 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1336 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქი მეროე ბუტანას კიდეზე იყო გაშენებული. აღნიშნულ რეგიონში კიდევ ორი მეროეული ქალაქი მდებარეობდა — მუსავარატ-ეს-სუფრა და ნაქა.[1][2]
ქალაქის ტერიტორია შემოსაზღვრულია სამი ჯგუფისგან შემდგარი ორასზე მეტი პირამიდისგან, რომელთა უმრავლესობაც დღეს ნანგრევებს წარმოადგენს. მათი განსხვავებული ზომებისა და პროპორციების გამო, ისინი იდენტიფიცირდება როგორც ნუბიური პირამიდები.
2011 წლის ივნისიდან ძეგლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- LearningSites.com - Gebel Barkal
- UNESCO World Heritage - Gebel Barkal and the Sites of the Napatan Region
- Nubia Museum - Merotic Empire დაარქივებული 2004-02-05 საიტზე Wayback Machine.
- (ფრანგული) Voyage au pays des pharaons noirs დაარქივებული 2014-01-04 საიტზე Wayback Machine. Travel in Sudan and notes on Nubian history
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "The Island of Meroe", UNESCO World Heritage
- ↑ Osman Elkhair and Imad-eldin Ali, Ancient Meroe Site: Naqa and Musawwarat es-Sufra (recent photographs). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 2011-08-22.