ნანო...
ნანო... (ინგლ. nano- < ძვ. ბერძნ. νᾶνος — „ჯუჯა“; აღნიშვნა: ნ, n) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 10−9 (1/1 000 000 000, მემილიარდედი) ამოსავალ ერთეულს.
წარმოშობილია ბერძნულიდან — νᾶνος (ჯუჯა).
1960 წელს ზომა-წონის მეთერთმეტე გენერალურ კონფერენციაზე ოფიციალურად იქნა მიღებული წილადი ერთეულის თავსართად[1].
მაგალითები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 312.