ნანა შათაშვილი

ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი, თ
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნანა შათაშვილი (დ. 1959, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი, თბილისის ებრაული სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ნანა შათაშვილი
დაბ. თარიღი 1959
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი, ფიზიკოსი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტურა, სპეციალობით „თეორიული ფიზიკა“.

1980 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ხანგრძლივი დროით მუშაობდა, როგორც მიწვეული პროფესორი ან მკვლევარი, უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში. 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყვლო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი. 2013 წლიდან ამავე დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე. 2014 წლიდან — საქართველოს განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავების“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და სამეცნიერო პრემია. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესებია: თეორიული პლაზმური ასტროფიზიკა, არაწრფივი მაგნიტური ჰიდროდინამიკა, მაგნიტო-სითხური ბმების თეორია, მზის ფიზიკა, დისკი-ჯედის სისტემების ფიზიკა, რელატივისტური პლაზმის დინამიკა, კომპაქტური ობიექტების ფიზიკა. მის მიერ შემოთავაზებული თეორიები და აღიარებული ძირითადი სამეცნიერო შედეგებია: ვარსკვლავთა ატმოსფეროებში ჩაკეტილი სტრუქტურების ერთდროული ფორმირებისა და პირველადი გაცხელების და ასევე დინების აჩქარების/გენერაციის მაგნიტო-სითხური ბმების განზოგადებული თეორია. დიდ-მასშტაბიანი მაგნიტური ველის გენერაციის თეორია მძლავრი გამოსხივებით. განზოგადებული ბელტრამის დინების მოდელი დისკი-ჯედის სისტემის ფორმირების უნივერსალური ბუნების ასახსნელად. გამოქვეყნებული აქვს 63 სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 40-მდე მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და თანამშრომლობის პროექტის თანაორგანიზატორი, ასევე მიწვეული რეფერი არაერთი მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალისა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კინეტიკური ეფექტების ზეგავლენა ლენგმიურის ტალღების არაწრფივ დინამიკაზე“, დაიცვა 1986 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „მაგნიტო-ჰიდროდინამიკური დინებები ორ-სითხოვან პლაზმაში“, დაიცვა 2005 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 52

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_შათაშვილი“-დან