ნაკნეკის ტბა (ინგლ. Naknek Lake) — ტბა ალასკაში, აშშ-ში, ალასკის ნახევარკუნძულზე. უდიდესი ტბა კატმაის ეროვნულ პარკში. სიგრძეა 64 კმ, ხოლო სიგანე 12,9 კმ-ს აღწევს.

ნაკნეკის ტბა
Naknek Lake
გრიზლი ნაკნეკის ტბაში
გრიზლი ნაკნეკის ტბაში
კოორდინატები: 58°38′11″ ჩ. გ. 155°56′27″ დ. გ. / 58.63639° ჩ. გ. 155.94083° დ. გ. / 58.63639; -155.94083
მდებარეობა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ალასკა
სიგრძე 64 კმ
სიგანე 13 კმ
ფართობი 610 კმ²
გამომდინარე მდინარე ნაკნეკი
ნაკნეკის ტბა — ჩრდილოეთი ამერიკა
ნაკნეკის ტბა

ნაკნეკის ტბიდან გაედინება იმავე დასახელების მდინარე, რომელიც შემდეგ ბრისტოლის ყურეში ჩაედინება.[1]

ტბა სახელგანთქმულია სპორტული თევზაობით და იგი ჩავიჩაზე სათევზაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მთელს სამხრეთ-დასავლეთ ალასკაში. თუმცა, ტბის ფაუნა მრავალფეროვანია. ტბაში შევხვდებით ორაგულის ისეთ სახეობებს, როგორიცაა ნერკა, ღურკანა, კეტა. მათი რაოდენობა ბევრად აღემატება ტბაში ჩავიჩის რაოდენობას. ასევე ტბაში შევხვდებით ტბის კალმახს, ცისარტყელა კალმახს, წერსა და არქტიკულ გოჭალას. [2]

ნაკნეკის ტბის ფაუნა მხოლოდ თევზით არ შემოიფარგლება. მისით ხშირად საზრდოობენ მგლები, ალასკური ლოსები, სამურავები[3] და, რაც ყველაზე აღსანიშნავია, გრიზლის დათვები.[4]


  1. Boating. Katmai National Park and Preserve. National Park Service. ციტირების თარიღი: 24 April 2014.
  2. Sport Fishing at the Naknek River. Alaska Department of Fish and Game (October 2006). ციტირების თარიღი: 24 April 2014.
  3. Van Gelder, Richard. Mammals of the National Parks. Johns Hopkins University Press, pg. 150. ISBN 0801826896.
  4. Best Places to View Grizzly Bears. Grizzly Bay. ციტირების თარიღი: May 27, 2014.[მკვდარი ბმული]