ნაისის ეკლესია
(გადამისამართდა გვერდიდან ნაისას ტაძარი)
ნაისას ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში.
ნაისა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკური ეკლესია |
თარიღდება | X–XI საუკუნები |
დეტალები
|
ტაძარი დათარიღებულია X–XI საუკუნეებით. იგი საკმაოდ მაღალი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. სახურავის დასავლეთ კეხზე დაშენებულია სამრეკლო. ეკლესიის ფასადები არ გამოირჩევა დიდი მორთულობით. აღმოსავლეთ ფასადზე რელიეფური გამოსახულებაა – დანიელი ლომების ხაროში. ნაგებობა გადაკეთებულ-აშენებულია XIX საუკუნეში. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის ეზოში ბევრია გამოკვეთილი საფლავის ქვა. აქვეა 2 მეტრი სიმაღლის ოთხკუთხა სტელა, თუმცა ზედა ნაწილი აკლია. იგი ქვაჯვარი ყოფილა.[1]
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯავახეთი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, გვ. 14-15, თბ., 1997.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხარაძე კ., სოფელი ჩუნჩხა, ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, გვ. 28, თბ., 2003.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ