ნაია მარია რივერა (ინგლ. Naya Marie Rivera) დ. 12 იანვარი, 1987, ვალენსია , სანტა-კლარიტა, კალიფორნია — გ. 8 ივლისი, 2020 ) — ამერიკელი მსახიობი. მან ცხოვრების მეტი ნაწილი ლოს ანჯელესში გაატარა. ნაიას წინაპრები პუერტო-რიკოს, აფრიკისა და გერმანიის მკვიდრნი იყვნენ. როდესაც იგი 8 თვის იყო დედამ ლოს-ანჯელესში წაიყვანა, სადაც შემდგომ მოდელი გახდა. ნაიას დიდი პოპულარობა მოუტანა სანტანა ლოპეზის როლმა, რომელსაც ტელესერიალ კლუბში ანსახიერებს 2009 წლიდან.

ნაია რივერა

ნაია რივერა
დაბადების სახელი ნაია მარია რივერა
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1987
ვალენსია, კალიფორნია,
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
გარდაცვალების თარიღი 8 ივლისი, 2020 (33 წლის)
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1991-დან დღემდე

კარიერა რედაქტირება

როგორც ბავშვი მოდელი, ნაიას ხშირად იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. როდესაც იგი 4 წლის იყო, სწორედ მაშინ შედგა მისი სამსახიობო დებიუტი. მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალ — „The Royal Family“ 1991 წელს.

1992 წლიდან იგი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა სერიალებში — „The Fresh Prince of Bel-Air“, „Family Matters“, „Live Shot“, „Baywatch“, „Smart Guy“, „The Jersey“, „House Blend“, „Even Stevens“ და „The Master of Disguise“. 2002 წელს კი მან მონაწილეობა მიიღო ჯგუფ B2K -ს კლიპში, სიმღერაზე „Why I Love You“. ამავე წელს მან ეპიზოდური როლი მიიღო სიტკომში – „The Bernie Mac Show“. ამის შემდეგ ნაიამ ეპიზოდური როლი შეასრულა ტელესერიალებში — „8 Simple Rules“ და „CSI: Miami“

კლუბი რედაქტირება

2009 წელს, ნაიამ სერიალში — კლუბი, სანტანა ლოპეზის როლი მიიღო. პირველ სეზონში, ნაია უკანა ფლანგზეა გადაწეული, ამიტომაც ხშირი კრიტიკის მსხვერპლი ხდებოდა. მეორე სეზონიდან იგი უკვე სერიალის ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟად იქცა და მეხუთე ეპიზოდში — „The Rocky Horror Glee Show“, ნაიამ, პირველი სოლო სიმღერა შეასრულა. ამავე სეზონში გაირკვა, რომ მისი პერსონაჟი სანტანა, ლესბოსელია და სასიყვარულო გრძნობები გააჩნია მის მეგობარ ბრიტანის მიმართ.

2010 წელს რივერამ 61 ადგილი დაიკავა ყველაზე სექსუალური ქალების სიაში, რომელიც ჟურნალმა „Maxim“ გამოაქვეყნა. ხოლო 2011 წელს 49 პოზიციას დასჯერდა.

ფილმოგრაფია
წელი სათაური როლი
2002 The Master of Disguise Captain America ბავშვი
2009 Frankenhood ჰოტი
2011 Glee: The 3D Concert Movie სანტანა ლოპეზი/საკუთარი თავი
ტელევიზია
წელი სათაური როლი
1991–1992 The Royal Family ჰილარი უინსონი
1992–1993 Family Matters გუენდლინი
1993 The Fresh Prince of Bel-Air სინდი
1993 The Sinbad Show წვეულების სტუმარი
1995 Live Shot ანა
1996 Baywatch უილა
1997–1999 Smart Guy კელი
ტანია
1999 The Jersey გოგონა #2
2002 House Blend ჩოლი
2002 Even Stevens ჩარლინი
2002–2004 Pajama Rama საკუთარი თავი
2002–2006 The Bernie Mac Show დონა
2003 Soul Food ლაურინი
2004 8 Simple Rules სასიამოვნო გარეგნობის გოგონა
2008 Girlfriends ახალგაზრდა ლედი
2008 CSI: Miami რეიჩელ კალავადო
2009–დღემდე Glee სანტანა ლოპეზი