ნათია სულავა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 2019 წლის 1 მაისიდან

ნათია სულავა (დ. 5 ნოემბერი, 1976, თბილისი)[1]საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 2019 წლის 1 მაისიდან.

ნათია სულავა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 მაისი, 2019
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედილაშა ჟვანია

დაბადებული5 ნოემბერი, 1976 (1976-11-05) (48 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მამათამაზ სულავა
დედამანონი სულავა
პროფესიადიპლომატი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1992-1996 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა პიაჩენცას ლინგვისტიკის ლიცეუმის „Orsoline di Maria Immacolata“-ს ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი. 1996-2000 წლებში სულავა სწავლობდა პარმის სასწავლო უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. არის სამართლის მაგისტრი. 2002-2004 წლებში იყო ევროპის საბჭოში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ კონვენციაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრი, წარმოადგენდა საქართველოს. 2004-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2018 წლის 28 დეკემბერს გახდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში/საგარეო მიმართულების კოორდინატორად. სამი დღეს შემდეგ დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 1 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნათია სულავა. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2020-02-26). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]