ნათია თოდუა (დ. 12 მარტი, 1996) — ქართველი მომღერალი, რომელიც ცნობილი გახდა The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის  მოგების შემდეგ. 

ნათია თოდუა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 მარტი, 1996 (1996-03-12) (28 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2013–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი

ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

2013-2016: ადრეული ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

ნათია თოდუა დაიბადა თბილისში, 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში, უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით. 

2013 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს „მაგთიfანში“, სადაც გაიცნო ჯგუფ „ვაკის პარკის“ წევრები, რომლებთანაც თანამშრომლობდა 2016 წლამდე.[1] 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს –  X-Factor Ukraine-ში.[2][3]

2016–დღემდე რედაქტირება

2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია),  სადაც ო პერის პროგრამით დაიწყო მუშაობა.[4][5] მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად, შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.[6] გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს თოდუა დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე . [7][8]

2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

2022 წლის სექტემბერში ნათია თოდუა დაჯილდოვდა საქართველოს „ღირსების მედლით“.[9]

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართველი გოგო, რომელმაც გერმანული პრესა აალაპარაკა და მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი.
  2. Натья Тодуа Russian. X-Factor Ukraine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 29 December 2017.
  3. Gallagher, Robyn. (29 December 2017) Germany: Ivy Quainoo and Natia Todua among finalists confirmed for Unser Lied für Lissabon. Wiwibloggs.
  4. Unser Lied für Lissabon: Das sind die sechs Teilnehmer German (30 December 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2018.
  5. Gallagher, Robyn. (27 December 2017) Germany: Tabloid names the six unconfirmed finalists of Unser Lied für Lissabon. Wiwibloggs.
  6. Natia ist The Voice of Germany 2017! German. The Voice of Germany. ციტირების თარიღი: 29 December 2017.
  7. Granger, Anthony. (29 December 2017) Germany: Unser Lied für Lissabon Participants Revealed. Eurovoix.
  8. Jiandani, Sanjay. (29 December 2017) Germany: NDR reveals Unser Lied für Lissabon candidates. EscToday.
  9. Баратели, Ия (29 სექტემბერი, 2022). „Певица Натия Тодуа награждена грузинской «Медалью Чести»“. Новости Грузия (რუსული). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)