ვაკის პარკი (ჯგუფი)
„ვაკის პარკი“ — ქართული როკ-ჯგუფი. დაარსდა თბილისში 1996 წლის მაისში. მისი სიმღერების მუსიკისა და ტექსტის ავტორია ვოკალისტი და გიტარისტი ზაზა ხუციშვილი, რომელიც 2016 წელს არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.
ვაკის პარკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | როკი, პოპ-როკი |
აქტიური | 1996–დღემდე |
წევრები |
ზაზა ხუციშვილი ირაკლი სანაია გიორგი სამსონაძე მინდია გაბაშვილი დათო ჯაფარიძე |
საიტი | vakisparki.ge/ge/index.htm |
ვაკის პარკი ვიკისაწყობში |
1995 წელს ზაზა ხუციშვილმა დაიწყო დამოუკიდებლად სიმღერების წერა. როდესაც დაუგროვა საკმარისი რაოდენობა, მეგობრისგან, ვალერი კოჩაროვისგან ითხოვა ოთხარხიანი მაგნიტოფონი, რომელზეც ჩაწერა დასარტყმელი საკრავების რიტმი, გიტარა, ბას-გიტარა, შემდეგ დაამატა ვოკალი. როდესაც სიმღერებმა საბოლოო სახე მიიღო, გადაწყვიტა ჯგუფის შექმნა. პირველი, ვისაც დაუკავშირდა, იყო ირაკლი სანაია, რომელიც ჯგუფ „ჯუკბოქსში“ კლავიშებიან საკრავებზე უკრავდა. მანვე გააცნო მინდია გაბაშვილი.
1996 წლის ივნისში „ვაკის პარკი“ მიიწვიეს ფესტივალ „მარგარიტა 96“-ზე (ჯერ კიდევ ბას-გიტარისტის გარეშე). ამიტომ მას შეუერთდა ვალერი კოჩაროვის ჯგუფის გიტარისტი, ზაზა სახანბერიძე. კოლექტივი ფესტივალზე საუკეთესო როკ-ჯგუფად დასახელდა. ზაზა სახანბერიძის შემდეგ ჯგუფში მოვიდა ირაკლი ზიბზიბაძე და მასთან ერთად ჩაიწერა სამი ალბომი. მოგვიანებით ირაკლიმ ინგლისში წასვლა გადაწყვიტა და ზაზამ სტუდიაში გაიცნო გიორგი სამსონაძე, რომელიც დათანხმდა თხოვნას, ჯგუფის წევრი გამხდარიყო. იგი კოლექტივში დღემდე უკრავს.
1997 წლიდან დღემდე ჯგუფმა გამოუშვა ექვსი სტუდიური ალბომი. ყველაზე მომგებიანი ამ მხრივ იყო „ახალი დღე“, 2003 წლის გამოშვებული, რომელიც შეიცავდა ჰიტს „ბრძოლა წესების გარეშე“.[1]
2016 წელს პროექტ „Check In Georgia“-ს ინიციატივით გამართა საკონცერტო ტურნე საქართველოში, როგორც ორი ახალი, ასევე ძველი სიმღერებით.[2]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვაკის პარკი Facebook-ზე
- ვაკის პარკი — არხი YouTube-ზე
- „დამზადებულია საქართველოში“ - ზაზა ხუციშვილი. ზაზა ხუციშვილი ჯგუფის ისტორიაზე, ალბომებზე და სამომავლო გეგმებზე. რადიო „არდაიდარდო“, 28-03-2014.