ზაზა ხუციშვილი
ზაზა ხუციშვილი (დ. 12 მაისი, 1965, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ხელოვნების მუშაკი.
ზაზა ხუციშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 მაისი, 1965 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით. 1988–1990 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს მუსიკალურ ჯგუფს „ვაკის პარკი“. 2001–2003 წლებში იყო სტუდია „მაესტროს“ საახალწლო პროექტების სამხატვრო ხელმძღვანელი და ქართული ტექსტების ავტორი. 2008–2010 წლებში მიჰყავდა გადაცემა „მონკავშირის“ წამყვანი რადიო „უცნობში“. 2011–2012 წლებში პოლიტიკური თოქ-შოუს „პოლიტ როკ-ენ-როლის“ წამყვანი რადიო „მაესტროში“, შემდეგ კი ტელეკომპანია „მაესტროში“ სახელწოდებით — „პირდაპირი საუბარი“. 2013 წელს იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ მუსიკალური პროექტის „მაგთიფანის“ სკოლის დირექტორი. 2016 წლიდან იყო გადაცემა „პიკის საათის“ წამყვანი „საზოგადოებრივ რადიოში“. მონაწილეობს დოკუმენტურ ფილმში „ექვთიმე“.
2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დელისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 50,32% მიიღო (12 253 ხმა).[1] 2019 წლის 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო საპარლამენტო საქმიანობა.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზაზა ხუციშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზაზა ხუციშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შედეგები 2016
- ↑ „ზაზა ხუციშვილმა უმრავლესობა დატოვა“. formulanews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-13. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)