ნათელა გრიგალაშვილი
ნათელა გრიგალაშვილი (დ. 9 დეკემბერი, 1965, ხაშური, საქართველო) — თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფი.
ბიოგრაფია
რედაქტირებანათელა გრიგალაშვილი 1965 წელს ხაშურში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (1982-1984) და მუშაობდა მხატვარ-დეკორატორად მინიატურების სახელმწიფო თეატრში. ამავე პერიოდში დაიწყო ფოტოგრაფიის შესწავლა დამოუკიდებლად, რის შემდეგაც იგი წლების მანძილზე, სხვადასხვა მედიაგამოცემისთვის ფოტოპროექტებს იღებდა.
დღეისათვის ის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია და სხვადასხვა სოციალურ თემაზე მუშაობს.
2007 წელს მას ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ალექსანდრე როინიშვილის პრემია გადაეცა.
2015 წლეს დააარსა პირველი ფოტო სააგენტო საქართველოში — Kontakt Photos.
გრიგალაშვილმა ჯავახეთში (2014), პანკისის ხეობაში (2015) და აჭარაში (2016) დააფუძნა ფოტო კლუბები.
მისი ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველების მარკეტი“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ და „პანკისის ხეობის ქალები“.