ნათების ორგანოები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნათების ორგანოები}} |
ნათების ორგანოები — ცხოველთა ორგანოები, რომლებიც ასხივებენ სინათლეს და ემსახურებიან თავისი სახეობის ინდივიდთა გამოცნობას, მეორე სქესის ინდივიდთა მიზიდვას, გუნდებისა და ჯგუფების კონსოლიდაციას (სასიგნალო მნიშვნელობა), ნადავლის მიზიდვასა და მტაცებლების დაფრთხობას. ნათების ორგანოები ეპიდერმული წარმოშობის სპეციალიზიბული ჯირკვლებია, რომლებიც გამოიმუშავებენ ლუციფერიანებს. ნათების ორგანოების აგებულება სხვადასხვანაირია, დაწყებული ჯირკვლოვანი უჯრედების მარტივი გროვებიდან მეტად რთულ „ფოტოფორებსა“ და პარკისებრ მოწყობილობებამდე, რომლებიც შეიცავენ მანათობელ ბაქტერიებს. ნათების ორგანოების რაოდენობა, განლაგება, გამოსხივების ინტენსივობა და სპექტრი სხვადასხვა სახეობასა და ზოგჯერ სქესშიც განსხვავებულია. ჩვეულებრივ ნათების ორგანოები უფრო მოქმედია ზრდასრულ ცხოველში, განსაკუთრებით სქესობრივი გამრავლების პერიოდში. რთული ნათების ორგანოები პროჟექტორს წააგავს, სადაც სინათლეს ასხივებენ ფოტოგენური უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი და მანათობელი ბაქტერიები. ნათების ორგანოებს აქვთ განტოტვილი სისხლძარღვები და ნერვები, მწერებში კი ტრაქეებიც. ნათების ორგანოების ფუნქციას არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი და ნერვული სისტემა. ნათება ხშირად გარეგანი გაღიზიანებითაა გამოწვეული. ნათების ორგანოები აქვს მწერებს, ზოგ ჭიაყელას, მრავალფეხას და სხვა ცხოველებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 298.