ორგანიზმების ნათება

ორგანიზმების ნათება — ორგანიზმების ხილული ნათება (ბიოლუმინესცენცია). ახასიათებს რიგ ბაქტერიებს, უმდაბლეს მცენარეებს (სოკოებს), ზოგ უხერხემლოს, თევზებს; ამასთან განსაკუთრებით ხშირია ზღვის ბინადარ ცხოველებში და ზოგჯერ ზღვის ნათებასაც იწვევს. ორგანიზმების ნათება დაკავშირებულია ორგანიზმების ცხოველმყოფელობის პირობებთან (შიმშილი, გამრავლება) და ცალკეული აფეთქებების სახით იჩენს თავს. ორგანიზმების ნათება მუდმივი და უწყვეტია გარემოში ჟანგბადის არსებობის პირობებში, იგი დაკავშირებულია სპეციფიკური ნივთიერებების — ლუციფერინების ფერმენტულ დაჟანგვასთან.

ლიტერატურა

რედაქტირება