ნაზლი ნაჯაფოვა მამმადაღა ყიზი (აზერ. Nazlı Məmmədağa qızı Nəcəfova; დ. 1890, ნახიჩევანი, რუსეთის იმპერია - გ. 1977, ნახიჩევანი) —  ნახიჩევანში პირველი გოგონათა სკოლის დამფუძნებელი, აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი[1].

ნაზლი ნაჯაფოვა აზერ. Nazlı Nəcəfova
მშობლიური სახელი აზერ. Nazlı Məmmədağa qızı Nəcəfova
დაბადების სახელი ნაზლი თაჰიროვა
დაბადების თარიღი 1890
ნახიჩევანი,რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1977
ნახიჩევანი, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა პედაგოგი, სკოლის დირექტორი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ნაჯაფგულუ ნაჯაფოვი
შვილ(ებ)ი

ქალიშვილები - შულანი, ჯამილა, შაფიგა

ვაჟი - ნამიგ
მშობლები მამა: მამმადაღა თაჰიროვი
დედა: თუთუ ქანგარლი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნაზლი ნაჯაფოვა დაიბადა 1890 წელს ნახიჩევანში. მისი დიდი ბაბუა აღასი-ბეკი და მამამისის პაპა მირზა მუჰამედ თაჰირი ნახიჩევანის სახანოს ვეზირები იყვნენ. დედამისი ქანგარლითა დიდგვაროვან გვარს ეკუთვნოდა[2].

ნაჯაფოვა, თავისი ძმის, პოლკოვნიკ იუსიფ ბეი თрაიროვის მხარდაჭერით, გახდა ბაქოს მუსლიმ ქალთა სკოლის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი[3]. მას ასწავლიდნენ ისეთი განმანათლებლები, როგორებიც იყვნენ მირზა ალეკპერ საბირი, ნაჯაფ ბეი ვეზიროვი, ჰასან ბეი ზარდაბი, აბდურაჰიმ-ბეი ახვერდოვი. რვაწლიანი სწავლის შემდეგ ის დაბრუნდა ერევანში, სადაც იმ დროს მისი ოჯახი ცხოვრობდა. მას ურთიერთობა და გადაკვეთა ჰქონდა ჯალილ მამედყულიზადესთან, რომლის იდეებმა სერიოზული გავლენა იქონიეს ნაზლის მსოფლმხედველობაზე. ერევანში ნაჯაფოვა ცდილობს გახსნას ცალკე კლასი მუსლიმი გოგონებისთვის ვაჟთა სკოლაში. გოგონების პირველი კლასი ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლი ხდებოდა იმ ოთხი წლის განმავლობაში, როცა ნაჯაფოვა იქ მუშაობდა.

1912 წელს თაჰიროვების ოჯახი დაბრუნდა ნახიჩევანში, სადაც ნაზლი მუშაობდა ახალგახსნილ გოგონათა სკოლაში. თავიდან იყო პედაგოგი, შემდეგ გახდა სკოლის დირექტორი. სკოლაში მისმა საქმიანობამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ქალაქის ზოგიერთ რელიგიურად მოაზროვნე მაცხოვრებელში[4]. ნაზლის ხელფასის ნახევარი პერსონალურ დაცვაზე იხარჯებოდა. მისი მეგობარი აინა სულთანოვა, ბაქოს მუსლიმ ქალთა სკოლიდან, ეხმარება ნაჯაფოვას ნახიჩევანში ქალთა წრეების, მასწავლებლებისთვის ადგილობრივ მოსამზადებელ სკოლაში გოგონებისთვის სპეციალური განყოფილებისა და ორდუბადში გოგონათა სკოლის გახსნაში.

1917 წლის ოქტომბერში რაშიდ-ბეკ ეფენდიევი გახდა გოგონათა სკოლის დირექტორი. ნაზლი და ახალგაზრდა თეატრის რეჟისორი რზა თაჰმასიბი სკოლაში ხსნიან დრამატულ კლუბს[5].

1921 წელს ბანდიტები თავს დაესხნენ მის სახლს. მათი განზრახვა ნაჯაფოვას მოკვლა იყო. საბედნიეროდ, აზერბაიჯანის მასწავლებელთა პირველ კონგრესში მონაწილეობის გამო ნაზლი იმ დროს არ იმყოფებოდა სახლში. იმავე წელს მან მიაღწია ნახიჩევანში გოგონათა პირველი სამოყვარულო თეატრის გახსნას.

1937 წელს დააპატიმრეს ნაჯაფგულუ ნაჯაფოვი, ნაზლის ქმარი, რომელიც მას საგანმანათლებლო საქმიანობაში ეხმარებოდა[6]. ნაჯაფგულუ ნაჯაფოვი ცნობილი დიპლომატი იყო. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ - შულანი, ჯამილა და ორი ტყუპი და-ძმა ნამიგი და შაფიგა. 1954 წლამდე ბავშვები დედის გარეშე იზრდებოდნენ, რადგან 1942 წელს ნაჯაფოვა გადაასახლეს ყაზახეთში, როგორც ხალხის მტრის ცოლი. იქ თავის გამოსაკვებად იგი უერთდება სამუშაო ბრიგადას, ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

1947 წელს აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ გოქჩაიში ასწავლიდა აზერბაიჯანულ და რუსულ ენებს. შემდეგ უკვე გადადის ნახიჩევანში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას.