ნაზი კილასონია (დ. 18 ოქტომბერი, 1926, აბისი — გ. 16 აგვისტო, 1993) — ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალ „პიონერის“ ლიტერატურული მუშაკი (1955-1959), ასევე ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქციის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე (1959 წლიდან).[1]

ნაზი კილასონია
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1926
აბისი, შიდა ქართლი
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო, 1993 (66 წლის)
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი

დაამთავრა თბილისის ქალთა მე-6 სკოლა. 1949-1954 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

მისი პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1952 წელს ალმანახ „პირველ სხივსა“ და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ხოლო პირველი წიგნი - „ლექსები“ 1954 წელს. სულ გამოცემულია მისი თხუთმეტამდე კრებული, მათ შორის საბავშვო წიგნები: "ჩემი დაიკო მაიკო", „ხოტორა“, „ჩემი თაობის ფრთებო“.

ნაზი კილასონია გარდაიცვალა 1993 წლის 15 აგვისტოს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „დიდება შენდა“: ლექსები - თბილისი, ნაკადული, 1987. - 96გვ.
  • „გზაფერადი“: ლექსები - თბილისი, მერანი, 1972. - 117გვ.
  • „ჩემი თაობის ფრთები“: ლექსები საშ. და უფროსი ასაკის ბავშვთათვის - თბილისი, ნაკადული, 1965. - 43გვ.
  • „კოტორა“: ლექსები სკოლამდელთათვის - თბილისი, ნაკადული, 1960. - 15გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნაზი კილასონია. ლიტერატურის მუზეუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-14. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2018.