საქართველოს ქალი
„საქართველოს ქალი“ — ქართული ჟურნალი. დაარსდა, როგორც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოვიდა 1923 წლის სექტემბერში თბილისში „ჩვენი გზის“ სახელწოდებით. 1926 წლიდან „მშრომელი ქალი“ ერქვა. 1939 წლიდან აღარ გამოდიოდა. გამოცემა განახლდა 1957 წლის ივლისში „საბჭოთა ქალის“ სახელწოდებით. ჟურნალის პირველი ორგანიზატორები იყვნენ ლ. გასვიანი, ვ. ჯაფარიძე, მ. ორახელაშვილი, ნ. ჩარკვიანი, ფ. გეგეშიძე, ს. თალაკვაძე და სხვები, აგრეთვე ფ. მახარაძე და მ. ცხაკაია. 1957–1964 წლებში ჟურნალის რედაქტორად მუშაობდა თ. აბაშმაძე, 1961 წლის ივლისიდან გამოდიოდა ისევ „საქართველოს ქალის“ სახელით. 1965 წლიდან რედაქტორობდა მარიკა ბარათაშვილი. 1990 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში გამოდიოდა „მანდილის“ სახელწოდებით. შეწყდა 2007 წელს.
დაჯილდოებულია „ხალხთა მეგობრობის ორდენით“ (1974). ტირაჟი 135 ათასი (1983).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარათაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 188.