ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნაზიქ ალ-აბიდი (არაბ. نازك العابد‎; 1898, დამასკო, სირია — 1959, ბეირუთი, ლიბანი) — პირველი არაბი სუფრაჟისტი და სირიის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი.  ცნობილი იყო, როგორც  სირიელი ჟანა დ არკი.[1]

ნაზიქ ალ-აბიდი

ალ-აბიდი სამხედრო ფორმაში მაისალუნის ბრძოლამდე, 1920
მშობლიური სახელი نازك مصطفى باشا العابد‎
დაბადების თარიღი 1887
დამასკო, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1959
ბეირუთი, ლიბანი (71-72 წლის)
ეროვნება სირიელი არაბი
მოქალაქეობა სირიის დროშა სირია
განათლება სტამბულის ქალთა კოლეჯის სოფლის მეურნეობის ბაკალავრი
საქმიანობა

სუფრაჟისტი, ქალთა უფლებების აქტივისტი, ნაციონალისტი,

სირიაში ოსმალეთისა და ფრანგული კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი
მეუღლე(ები) მუჰამედ ჯამილ ბაიჰუმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნაზიქ ალ-აბიდი დაიბადა ოსმალეთის სულთან აბდულჰამიდ II-სთან დაახლოებული  მდიდარი და გავლენიანი დამასკოელი  არისტოკრატის ოჯახში.

მისი მამა, მუსტაფა ალ-აბიდი  ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ საკითხებს კირკუკში მოგვიანებით გახდა  დესპანი მოსულში ოსმალეთის სულთან აბდულჰამიდ II-ის დროს;  ნაზიქ ალ-აბიდი გახლდათ  მოსამართლის და სულთნის მრჩეველის აჰმად იზა ალ-აბიდის ძმისშვილი. გოგონა ბავშვობაში ფუფუნებაში ცხოვრობდა.   თურქეთში  მან რამდენიმე  ენაზე მიიღო განათლება თურქულ, ამერიკულ და ფრანგულ სკოლებში. გახდა სტამბოლის ქალთა კოლეჯის სოფლის მეურნეობის   ბაკალავრის ხარისხის მფლობელი. 1908 წლის ახალგაზრდა თურქების რევოლუციის დროს  მისი ოჯახი ათი წლით გადაასახლეს ეგვიპტეში სადაც დარჩნენ 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის დაშლამდე.[2]

ზრდასრულ ასაკში  ნაზიქ ალ-აბიდი   ჩაერთო სირიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მისმა საქმიანობამ დამასკოს კონსერვატიული წრეების აღშფოთება გამოიწვია,  ისინი ნაზიქს მეამბოხედ განიხილავდნენ. იგი აქტიურად  იბრძოდა ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებისა და სირიაში ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციის წინააღმდეგ. 1914 წელს მან ჩამოაყალიბა ქალთა უფლებების დამცველთა ჯგუფი.  

1919 წლის სირიის ქალთა მოძრაობის დროს დამასკოს გაზეთებისთვის მამაკაცის ფსევდონიმით წერდა სტატიებს.

1920 წლის 24 ივლისს მან მონაწილეობა მიიღო ფრანგებთან ბრძოლაში მეისოლუნის უღელტეხილზე, სადაც ცდილობდა გადაერჩინა სასიკვდილოდ დაჭრილი გენერალი იუსეფ ალ-აზმეჰი.[3]

 
ოჯახის ფოტო. ნაზიქ ალ-აბიდი (დგას მარცხნივ)

1921 წლიდან გახლდათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სირიის ფილიალის პრეზიდენტი, ხოლო 1922 წელს წითელი ჯვრის კომიტეტის მოდელის მიხედვით ქვეყანაში ჩამოაყალიბა წითელი ნახევარმთვარის  ორგანიზაცია.

1925-1927 წლებში მან კვლავ მიიღო მონაწილეობა სახალხო აჯანყებაში საფრანგეთის სამანდატო რეჟიმის  წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ მას ქვეყნიდან ემიგრაცია მოუწია, მაგრამ უკვე 1929 წელს  დაბრუნდა სამშობლოში.[4]

ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო დამასკოელი ქალთა გამოღვიძების ასოციაციის შექმნაში, რომელიც   ღარიბ გოგონებსკურსებზე  ინგლისური ენისა და კერვის  შესწავლის საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, მან სახელმწიფო სახსრებით დააარსა ორი ასოციაცია: "წითელი ვარსკვლავი" და "დამასკოს სინათლე", რითაც ხელი შეუწყო არაბული სამყაროს კულტურის გავრცელებას გოგონათა სკოლებში.[5]

1933 წელს მან დააარსა Niqâbat al-Mar'a al-Amila (მუშა ქალთა საზოგადოება), რომელიც დაკავებული იყო  სირიელ ქალთა შრომითი საკითხებით  და ემხრობოდა ეკონომიკურ განთავისუფლებას, როგორც ქალთა პოლიტიკური განთავისუფლების საშუალებას.[6]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1922 წელს, ლიბანში გადასახლების შემდეგ,  ნაზიქ ალ-აბიდმა გაიცნო და დაქორწინდა ლიბანელ ინტელექტუალსა და პოლიტიკოს მუჰამედ ჯამილ ბაიჰუმზე.[7]

  1. Al-Hassan Golley, Nawar; Homsi Vinson, Pauline (2012). "3". In Arenfeldt, Pernille; Al-Hassan Golley, Nawar (eds.). Mapping Arab Women's Movements : A Century of Transformations from Within. Cairo, Egypt: The American University in Cairo Press. p. 67. ISBN 9789774164989.
  2. Talhami, Ghada (2013). Historical dictionary of women in the Middle East and North Africa. Lanham, Md.: Scarecrow Press. p. 11. ISBN 978-1885942401.
  3. Moubayed, Sami (2006). Steel & Silk: Men and Women who Shaped Syria 1900-2000. Cune Press. p. 360. ISBN 9781885942401.
  4. Zachs, Fruma; Halevi, Sharon (2014). Gendering Culture in Greater Syria: Intellectuals and Ideology in the Late Ottoman Period. I.B.Tauris. p. 124. ISBN 978-0857736727.
  5. Meininghaus, Esther (2016). Creating Consent in Ba'thist Syria: Women and Welfare in a Totalitarian State. I.B.Tauris. ISBN 9780857729774.
  6. Thompson, Elizabeth (2000). Colonial Citizens: Republican Rights, Paternal Privilege, and Gender in French Syria and Lebanon. New York: Columbia University Press. pp. 121. ISBN 9780231106603.
  7. Moubayed, Sami M. (2006). Steel & silk : men and women who shaped Syria 1900-2000. Seattle, WA: Cune. p. 360. ISBN 9781885942401.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაზიქ_ალ-აბიდი“-დან