ნავდარაანთკარი
ნავდარაანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, გალავნის თემში.[1]
სოფელი | |
---|---|
ნავდარაანთკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გალავანი |
კოორდინატები | 41°54′12″ ჩ. გ. 44°49′13″ ა. გ. / 41.90333° ჩ. გ. 44.82028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 333[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,8 % ოსები 0,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 333 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 351[2] |
2014 | 333 |
ხუროთმოძღვრების ძეგლები
რედაქტირებასოფლის სამხრეთით 1,5 კმ-ზე დგას დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, კამარა ჩამოქცეულია, შემორჩენილია აღმოსავლეთს მხარე — საკურთხეველი. მის ჩრდილოეთით 20 მეტრში დგას ნასახლარი, რომლის დასავლეთ მხარეს ბუხარი შეიმჩნევა. ეკლესიის დასავლეთით 50 მეტრში დგას კვადრატული გეგმის კოშკი, რომელსაც ოთხივე კუთხე გამაგრებული აქვს კონუსური ფორმის საბჯენებით. კოშკი შემორჩენილია 3 მეტრის სიმაღლეზე.
არქეოლოგია
რედაქტირება2017–2019 წლებში ნავდარაანთკარის სამხრეთით, საგურამოს ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ადგილ დიდველზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარი: სათავდაცვო კოშკი, ორი ეკლესია, სავარაუდო მარანი და სხვადასხვა დანიშნულების (საცხოვრებელი, სამეურნეო) ნაგებობები. ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით შესწავლილ იქნა ადრე რკინის ხანის და ელინისტური პერიოდის 6 ორმოსამარხის ნაშთი.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოლაძე, გ. სამარხთა ჯგუფი სოფელ ნავდარაანთკარიდან. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, X (55-ბ): 27-42, 2022.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ მცხეთაში, ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა. kvira.ge. 23/09/2019.