ნადეჟდა გვაძაბია

საქართველოში მოღვაწე გობელენების და ხალიჩების მხატვარი (1930–2011)

ნადეჟდა ივანეს ასული გვაძაბია (ქალიშვილობის გვარი ერესენკოვა) (დ. 28 დეკემბერი, 1930, მელიტოპოლი, უკრაინის სსრ, — გ. 2011) — მხატვარი, წარმოშობით პოლონელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1983).

დაამთავრა ლვოვის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი (1954). 1955 წლიდან მუშაობდა სენაკის ხალიჩების კომბინატში (მთავარი მხატვარი). საქართველოში გაეცნო ქართული გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციებს, შექმნა ესკიზები გობელენებისა და ხალიჩებისათვის. გვაძაბიას ესკიზებით შექმნილი ხალიჩები წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილ მრეწველობის საერთაშაშორისო გამოფენებზე (იზმირი, 1968; პარიზი, 1970; ბაზელი, 1971; კაირო, 1972; ბერლინი, 1973; ბრიუსელი, 1973 და სხვ.).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება